ალტე უნივერსიტეტსა და Forbes Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
6 დეკემბერს ალტე უნივერსიტეტსა და Forbes Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე ალტე უნივერსიტეტში Forbes-ის კლუბი დაფუძნდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რამაზ კუკულაძემ და Forbes Georgia-ს გამომცემელმა, მაია მირიჯანაშვილმა მოაწერეს.
Forbes-ის კლუბი საუნივერსიტეტო სივრცეში ორგანიზებას გაუწევს შეხვედრებისა და ვორქშოპების სერიას, რომელიც პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებულ ახალგაზრდა ანტრეპრენიორებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ტექ-ინოვატორებს, სხვა დარგებში აღიარებულ პროფესიონალებსა და ალტეს სტუდენტებს გააერთიანებს. თანამშრომლობის მიზანია, სხვადასხვა სფეროს წარმატებულმა ლიდერებმა საუნივერსიტეტო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.
Forbes Club-ის პირველი შეხვედრა მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, 6 დეკემბერს გაიმართა და 30 Under 30-ის სამმა გამარჯვებულმა, ალტე უნივერსიტეტის მიმდინარე კამპანიის „ცდა არ დააკლო…” ფარგლებში, საკუთარ პროფესიულ თუ ცხოვრებისეულ გამოწვევებზე ისაუბრა. მათ გაიხსენეს მომენტები, როდესაც წარმატებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის გაღება დასჭირდათ, ცდა არ დააკლეს და შედეგად მიაღწიეს იმ ყველაფერს, რის საფუძველზეც იცნობს დღეს მათ საზოგადოება. მოწვეული სპიკერები იყვნენ:
- კახა გელაშვილი, კომპანია Smart Systems EU-ის აღმასრულებელი დირექტორი, 2023 წლის 30 Under 30-ის გამარჯვებული ტექნოლოგიების კატეგორიაში;
- თაკო გამყრელიძე, roommate.ge-ის თანადამფუძნებელი, 2023 წლის 30 Under 30-ის გამარჯვებული ანტრეპრენიორებისა და მეწარმეობის კატეგორიაში;
- ლიკა ოხანაშვილი, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ორგანიზაცია Key Consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი, 2019 წლის 30 Under 30-ის გამარჯვებული ანტრეპრენიორებისა და მეწარმეობის კატეგორიაში;
"ძალიან გვეამაყება ალტე უნივერსიტეტში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიზნესგამოცემის, Forbes-ის კლუბის გახსნა, რომლის არსებობაც ჩვენს უნივერსიტეტში ნიშნავს უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენი სტუდენტებისთვის, ჩაერთონ Forbes-ისა და ჩვენი ბიზნესის სკოლის ერთობლივ პროექტებში, პირისპირ შეხვდნენ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან წამყვან კომპანიებს საქართველოში, პირველებმა გაიგონ მეტი ლოკალურად თუ საერთაშორისო დონეზე ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე.
Forbes-ის კლუბის გახსნა ალტე უნივერსიტეტსა და Forbes Georgia-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილი პირველი პროექტია, რომელსაც უახლოეს მომავალში არაერთი საინტერესო ინიციატივა და აქტივობა აუცილებლად მოჰყვება", - რამაზ კუკულაძე, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
"Forbes Club-ი სხვადასხვა ინდუსტრიაზე ზეგავლენის მომხდენ ლიდერთა პლატფორმაა. ამ საზოგადოების წევრობა ნიშნავს წვდომას პროფესიონალთა ქსელთან, სადაც ინოვაციურ იდეებს ცვლიან და ღირებულ კავშირების ამყარებენ. კლუბის წევრები სარგებლობენ „ფორბსის“ სარედაქციო გუნდის მხარდაჭერით, რათა ამა თუ იმ დარგში მათი მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შესახებ გლობალურმა აუდიტორიამ შეიტყოს", — შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები