ფაქტები საქართველოს კალათბურთის ნაკრების მოთამაშეებზე
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არაერთი გამორჩეული მოთამაშეა. მათ წელს ქართველ გულშემატკივარს უდიდესი სიხარული აჩუქეს, როდესაც ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ, შემდეგ კი 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ჩვენი გუნდი სავსეა გამორჩეული მოთამაშეებით. ამ სტატიაში ვეცდებით მოკლედ შევეხოთ რამდენიმეს და თქვენც გაგაცნოთ.
გიორგი შერმადინი
გიორგი სიმაღლეში 2 მეტრი და 17 სანტიმეტრია. ის ესპანეთის ლიგის მოქმედი MVP-ა. საინტერესოა, რომ 2006 წელს, როდესაც 17 წლის გიორგი ეროვნულ გუნდს შეუერთდა,ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვინც საქართველოს ძირითად ნაკრებში მოხვედრილა. გიორგის სათამაშო სტილში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის სამქულიანებს არასდროს ისვრის. მისი მთავარი კოზირი ფარქვეშ თამაშია. ქართველი ცენტრი იდეალურთან მიახლოებულად ისვრის საჯარიმო სროლებს.
ფოტო: fiba.basketball
სანდრო მამუკელაშვილი
სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს მოქმედი კალათბურთელია. ის სან ანტონიო სპერსში ასპარეზობს. მისი სიმაღლე 2 მეტრი და 8 სანტიმეტრია. იმის ფონზე, რომ სანდრო მძიმე ფორვარდად მიიჩნევა, იგი ძალიან ათლეტური და მოქნილია. კარგად შეუძლია ბურთის ტარება, სამიანების სროლა, საშუალო მანძილიდან სროლა, შესვლა და ჩატენვა. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანდრო მამუკელაშვილი იმ იშვიათ კალათბურთელებს შორისაა, რომელსაც შეტევის ყველა კომპნონენტი ძალიან კარგი აქვს. ეს ყველაფერი მან ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც არაერთხელ გვაჩვენა.
ფოტო: fiba.basketball
გიორგი ცინცაძე
გიორგი ცინცაძე საქართველოს ნაკრების ლეგენდარული გამთამაშებელია. მას ხშირად მოიხსენიებენ მეტსახელით - ბუ. ის უკვე 37 წლისაა, თუმცა, ფაქტობრივად, ნაკრების არცერთ მატჩს არ ტოვებს და დღემდე უამრავ დასამახსოვრებელ მომენტს გვჩუქნის. როგორც წესი, გიორგი ისვრის სამქულიანებს და ხშირად ორ ნაბიჯში შედის. მისი თამაშის მთავარი გამორჩეული ნაწილი არის ის, რომ გიორგი ცინცაძეს აქვს ძალიან კარგი მოედნის ხედვა და ბევრ ლამაზ ასისტს აკეთებს. მისი პასი 2015 წლის ევრობასკეტზე, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ FIBA-მ ათწლეულის საუკეთესო ასისტად დაასახელა.
მიხეილ ბერიშვილი
მიუხედავად იმისა, რომ მიშა ბერიშილი ბევრს არ თამაშობს, მისი ხსენება მაინც აუცილებელია. თანამედროვე გუნდებისთვის მნიშვნელოვანია გუნდში კარგი „სნაიპერი“ ჰყავდეს, რათა სამქულიანიდან აქტიურად შეუტიო. მიშა ამ კრიტერიუმს იდეალურად აკმაყოფილებს. ბერიშვილი გამოირჩევა იმით, რომ გუნდში სამქულიანების საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია. გაიხსენეთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. მატჩებში, რომლებშიც მიშამ მონაწილეობა მიიღო, 2-3 სამქულიანი მუდმივად ჩააგდო.
ფოტო: fiba.basketbal
რატი ანდრონიკაშვილი
რატი საქართველოს ნაკრების გამთამაშებელია. ის ეროვნულ გუნდს 2019 წელს შეუერთდა და გულშემატკივრების გულები იმედით აავსო, რადგან გიორგი ცინცაძის გზის გამგრძელებელი გამოჩნდა. მისი კოზირი მისი სისწრაფეა. შეუძლია ორ ნაბიჯში კარგად შესვლა და ასისტების დარიგება. ის დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობს. მისი დაცვითი თამაში შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ფოტო: fiba.basketball
ქართველი გულშემატკივარი ამაყია, რომ ამდენი გამორჩეული კალათბურთელი ჰყავს. გახსოვდეთ, ჩვენმა ბიჭებმა ისტორია დაწერეს! საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მხარდამჭერიც საქართველოს ბანკია, მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები