5 ნიშანი იმისა, რომ საკუთარ ავტომობილს სათანადოდ უვლი
ფოტო: Evgeny Tchebotarev / Unsplash
ბევრი ჩვენგანისთვის ავტომობილით მგზავრობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სახლიდან სამსახურამდე, სუპერმარკეტამდე ან სულაც სხვა ქალაქამდე ავტომობილით გადაადგილება ზოგჯერ ისეთ რუტინად იქცევა ხოლმე, რომ მანქანასთან დაკავშირებული ბევრი რისკი შეიძლება მხედველობიდანაც გამოგვრჩეს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ავტომობილს სჭირდება მოვლა, სათანადო დროისა და ყურადღების დათმობა. გამართული მანქანა ხომ ჩვენი და სხვების უსაფრთხოების წინაპირობაა.
მნიშვნელობა არ აქვს, მანქანა ახლახან შეიძინე თუ უკვე დიდი ხანია, რაც გყავს — ეს სტატია ყველა შემთხვევაში დაგაინტერესებს, რადგან ერთგვარ "ჩექლისტად" და იმის შესაფასებლად გამოგადგება, უვლი თუ არა საკუთარ ავტომობილს კარგად. აი, რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ მანქანაზე სათანადოდ ზრუნავ:
ნიშანი 1: ავტომობილის სისუფთავეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ
ფოტო: Clément M. / Unsplash
მანქანის სისუფთავის შენარჩუნებას მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება როდი აქვს; გარდა იმისა, რომ გარეცხილი მანქანის დანახვა გულს მალამოდ ედება, პერიოდული და საგულდაგულო დასუფთავება ავტომობილის გამართულად ფუნქციონირების ერთ-ერთი წინაპირობაა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცუდ კლიმატურ პირობებში, რადგან ტალახი, სპეციალური მარილი და ქიმიური ხსნარები (რომლითაც ზამთარში გზებს ამუშავებენ), მანქანის ძარაზე და ლითონის ზედაპირებზე ცუდად მოქმედებს, დროთა განმავლობაში კი იწვევს კოროზიასაც. ამასთან, გასარეცხი ავტომობილი ხშირად ქმნის ხილვადობის პრობლემას.
ნიშანი 2: ზეთს პერიოდულად ცვლი
ფოტო: Tim Mossholder / Unslash
ძრავაზე ზრუნვას ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუკი ძველი გამოშვების მანქანა გყავს, მნიშვნელოვანია, დაქოქვისას არ იჩქარო და ძრავას გათბობა აცადო. აი, ძრავის ზეთის ცვლა კი ყველა ავტომობილისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
პირველ ყოვლისა, უნდა შეარჩიო სათანადო ზეთი — ავტომწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად. როგორც წესი, მწარმოებელი ასევე გირჩევს, რა პერიოდულობით (რა გარბენის შემდეგ) უნდა შეცვალო ხოლმე ზეთი. თუმცა, სასურველია, ზეთი წელიწადში ერთხელ მაინც გამოიცვალოს — იმის მიუხედავად, რა მანძილი აქვს მანქანას გავლილი. აუცილებელია ზომიერების დაცვაც — როგორც მეტისმეტად ბევრი, ასევე მეტისმეტად ცოტა ზეთი ძრავისთვის, და შესაბამისად, ავტომობილისთვისაც, ერთნაირად სახიფათოა.
ნიშანი 3: გახსოვს, რომ აკუმულატორი მანქანის "გულია"
ფოტო: Kumpan Electric / Unsplash
ელექტროენერგია მანქანაში ისევე გვჭირდება, როგორც ყველგან — იქნება ეს მანქანის დასაქოქად, სალონის გასანათლებლად თუ მუსიკის მოსასმენად. ამდენად, საჭიროა, საკუთარი ავტომობილისთვის აკუმულატორი ყურადღებით შევარჩიოთ, შემდეგ კი მას ზრუნვა არ მოვაკლოთ და პერიოდულად ვამოწმოთ კიდეც.
აკუმულატორი მანქანის ბრენდის, მოდელის, გამოშვების თარიღისა და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით ირჩევა. აი, დამონტაჟების შემდეგ კი აუცილებელია, მას განსაკუთრებულად მოუარო. აკუმულატორისთვის დიდ რისკს ქმნის ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურა; ასევე, მანქანის დიდი ხნით გაჩერება ჩამქრალ მდგომარეობაში.
აქვე პატარა რჩევა: როგორც ოთახიდან გასვლისას აქრობ შუქს, ასეთივე ჩვევად გამოიმუშავე ყველა ელექტრომოწყობილობის გამორთვა ავტომობილიდან გადასვლამდე. რაც მთავარია, აკუმულატორი პერიოდულად ამოწმე და, საჭიროების შემთხვევაში, გამოცვალე.
ნიშანი 4: სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა არ გავიწყდება
ფოტო: Vlad Grebenyev / Unsplash
სამუხრუჭე სისტემა რომ ყოველთვის გამართული უნდა იყოს, ამაზე ალბათ საუბარიც არ ღირს. ეს სისტემა პირდაპირაა პასუხისმგებელი შენი და სხვების უსაფრთხოებაზე. ამდენად, მანქანაზე ზრუნვის ერთ-ერთი ნიშანი ისიცაა, რომ ხუნდებს პერიოდულად ცვლი. როგორც ძრავის და აკუმულატორის შემთხვევაში, სამუხრუჭე სისტემაზეც ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. თუმცა, სწრაფად თუ ნელა, ხუნდები მაინც ცვდება. ასე რომ, თუკი დამუხრუჭების მანძილი იზრდება, დისკებზე ნაკაწრები ჩნდება და გაჩერებისას ხმაურიც გაწუხებს — ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ხუნდების შეცვლის დრო მოსულა.
რადგან სამუხრუჭე სისტემა ამდენად მნიშვნელოვანია, მაინცდამაინც ხუნდების შეცვლისას ნუ მოისურვებ ეკონომიის გაკეთებას — მნიშვნელობა მიანიჭე ხარისხს და ადგილს, სადაც მანქანას აკეთებ. ამასთან, პერიოდულად ამოწმე სამუხრუჭე სითხეც.
ნიშანი 5: ავტომობილს სეზონურად ამზადებ
ფოტო: shawnanggg / Unsplash
დაბოლოს — თუ ავტომობილის გამოცდილი პატრონი ხარ, უთუოდ გეცოდინება, რამდენად საჭიროა მანქანის მომზადება შესაბამისი სეზონისთვის.
ცივი სეზონის მოახლოებისას, პირველ ყოვლისა, საბურავების შეცვლაა აუცილებელი. გარდა ამისა, ძრავის ავზში უნდა გეგულებოდეს საკმარისი რაოდენობის ანტიფრიზიც. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზამთარი აკუმულატორისთვისაც დიდი რისკია და მისი შემოწმებაც სასურველია. უამინდობაში მანქანის გარეგანი ნაწილი დასაცავად კი პოლირება მშვენიერი გამოსავალია.
რაც შეეხება ცხელ სეზონს, გამოზაფხულებამდე მნიშვნელოვანია, მანქანამ ყველა საჭირო დეტალის (ხუნდების, სითხეების, ჰაერის ფილტრების და სხვა) შემოწმება გაიაროს. ამასთან, ზაფხულში რომ სიცხემ არ შეგვაწუხოს, აუცილებელია, ავტომობილში ჰაერის კონდიცირების სისტემაც გამართულად მუშაობდეს.
თუმცა, როგორც უნდა ზრუნავდე საკუთარ ავტომობილზე, გაუთვალისწინებელი უსიამოვნებები მაინც შეიძლება შეგემთხვეს და პროფესიონალის დახმარება დაგჭირდეს. სწორედ ამისთვის არსებობს ავტომომსახურების ქართული სერვისი ვუვლი, რომელიც საშუალებას გაძლევს, საჭიროების შემთხვევაში ავტოექსპერტი დისტანციურად გამოიძახო და მანქანის შეკეთებაზე ზრუნვაც მას გადააბარო. ეს ციფრული პლატფორმა შენი მანქანის ყველა საჭიროებას ერთ სივრცეში უყრის თავს და სწრაფ, ხარისხიან და სანდო მომსახურებას გთავაზობს.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები