ლურჯი ჩიპის, იაფფასიანი, ზრდის — რა ტიპის აქციებს შეხვდები საფონდო ბირჟაზე
ფოტო: www.freepik.com/user6702303
საფონდო ბირჟებზე ასობით კომპანიის აქციაა, თუმცა, ყველა ერთნაირი არაა. აქციები განსხვავდება ღირებულებით, ფასით, ზრდის ტემპით, ისტორიით და სხვა მრავალი თვისებით. სწორედ ამიტომ, არსებობს აქციების კატეგორიები, რომლითაც შესაძლებელია მივხვდეთ აქციის წარსულს და სავარაუდო მომავალს.
1. ზრდის აქციები — Growth Stocks
ზრდის აქციები იმ კომპანიებს ეკუთვნით, რომელთა შემოსავლები, სხვა კომპანიებთან შედარებით, საშუალოზე სწრაფად იზრდება, რაც აქციების ფასებზეც აისახება. ამავდროულად, კომპანიის მენეჯმენტი ბიზნესის გასავითარებლად შემოსავლების რეინვესტირებას ამჯობინებს, ვიდრე დივიდენდების გაცემას.
სწრაფი მოგების მსურველი ინვესტორები სწორედ ზრდის აქციების ყიდვას ამჯობინებენ. Amazon (AMZN) ზრდის აქციების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
2. ღირებულებაზე დაფუძნებული აქციები — Value Stocks
აქციები, რომლებიც ღირებულებაზე არიან დაფუძნებული, ინვესტორების მიერ ნაკლები ფასით ივაჭრება, ვიდრე ამ აქციების რეალური, ბუნებრივი ფასია. ინვესტორები მსგავს აქციებს მხოლოდ იმიტომ ყიდულობენ, რომ ვარაუდობენ, ადრე თუ გვიან სხვები აქციების რეალურ ღირებულებას გაიგებენ და აქციასაც ფასი მოემატება, თანაც მსგავსი კომპანიები ხშირად გასცემენ დივიდენდებს. ღირებულებაზე დაფუძნებული აქციების კარგი მაგალითია Berkshire Hathaway (BRK.A, BRK.B) აქციები.
3. დივიდენდის გამცემი აქციები — Dividend Stocks
სახელი თავად ამბობს, თუ რა ტიპის აქციებია საფონდო ბირჟაზე. ამ აქციების კომპანიები ხშირად გასცემენ დივიდენდებს და ეს მათ საინვესტიციო პოლიტიკაშიც განსაზღვრულია. დივიდენდები შეიძლება გაიცეს ყოველთვიურად, კვარტალში ერთხელ ან ყოველწლიურად. დამწყები და საშუალო ინვესტორები ხშირად აბანდებენ თანხებს მსგავსი კომპანიების აქციებში, რათა რისკები მეტ-ნაკლებად დაზღვეული ჰქონდეთ. მსგავსი აქციების კომპანიაა Coca-Cola (KO), რომელმაც დივიდენდი ბოლო 100 წლის განმავლობაში გასცა, ხოლო უკანასკნელი 50 წელია, დივიდენდებს რაოდენობას ზრდის კიდეც.
4. ლურჯი ჩიპის აქციები — Blue Chip Stocks
ლურჯი ჩიპის აქციები იმ კომპანიებს ეკუთვნის, რომელთაც საფონდო ბირჟაზე და ზოგადად, ეკონომიკაში შესანიშნავი რეპუტაცია და ფინანსური მაჩვენებლები აქვთ. კომპანიებს აქვთ მდგრადი ფინანსური შემოსავალი, ბიზნეს მოდელი, ინვესტორებს დივიდენდებსაც ხშირად უხდიან, ხოლო კაპიტალიზაცია რამდენიმე მილიარდს სცდება. მსგავსი აქციები უმეტესად დაზღვეულია რისკებისგან. ლურჯი ჩიპის აქციის წოდება Apple-ს (AAPL) ნამდვილად ეკუთვნის.
5. იაფფასიანი აქციები — Penny Stocks
ამ შემთხვევაშიც, სახელი თავად აღწერს აქციის შინაარსს. იაფფასიან აქციებად ითვლება ის აქციები, რომელთა საბაზრო ფასი 5 აშშ დოლარზე ნაკლებია და შესაძლოა ერთი აქცია 1 ცენტზე გაცილებით ნაკლებიც ღირდეს. მსგავსი აქციები სპეკულაციებისადმი საკმაოდ მოწყვლადია, ვინაიდან მარტივია გავლენის მოხდენა, ნაკლები ინფორმაციაა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და აქციებს დაბალი ლიკვიდურობა ახასიათებთ. იაფფასიანი აქციების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ფარმაცევტული კომპანია, რომელიც სამედიცინო წამალს იკვლევს, ფართო წარმოება დამტკიცებული არ აქვს, თუმცა, თუ დამტკიცდა, შემოსავლები საკმაოდ გაეზრდება.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები