"აჯობე თავს" ფინბიუროს ახალი სლოგანია — გაიგე მეტი კომპანიის რებრენდინგზე
ფოტო: ფინბიურო
ფინბიურო სესხების მართვის ორგანიზაციაა. იგი 2015 წლიდან მხარში უდგას ადამიანებს, რომლებიც ვერ უმკლავდებიან წარსულში დაგროვებულ სასესხო ვალდებულებებს და ფინანსური დაგეგმარებისთვის მოტივაცია თუ ძალის მოკრება სჭირდებათ.
ფინბიურო საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების ყველაზე მსხვილ პორტფელს ფლობს და სასესხო ვალდებულებებისგან გათავისუფლებაში უკვე მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა. კომპანია სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მსოფლიოს ისეთი წამყვანი და წარმატებული კომპანიების მოდელებს ეყრდნობა, როგორებიცაა: Intrum, Encore Capital Group, Cabot Financial.
ფინბიურო საფინანსო ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ საბოლოოდ დაფარვაში ეხმარება. ეს მიმდინარე ვალდებულებების ერთ სივრცეში მოქცევას, მათ მენეჯმენტს და ინდივიდუალური შეღავათებისა და გრაფიკის შეთავაზებას ითვალისწინებს.
კომპანიამ ახლახან საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი გზავნილია — "აჯობე თავს". რებრენდინგის შესახებ კომპანიის დირექტორი, სოფო ვარამაშვილი გვესაუბრა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი ადგილი მომავლის ასაშენებლად აწმყოა, ერთადერთი გზა წარსული ფინანსური ვალდებულებებისგან გასათავისუფლებლად სინამდვილისთვის თვალის გასწორება და მიზნების სწორად დასახვაა. შესაბამისად, ჩვენი დანიშნულებაა მომხმარებლებს დავეხმაროთ სესხების მენეჯმენტში", — ეს ფინბიუროს ხედვაა.
სოფო გვიამბობს, რომ 2021 წელი ფინბიუროში კორპორატიული კულტურის განვითარების წლად გაამოცხადდა, რაც გულისხმობდა ქცევის შეცვლას როგორც მის შიგნით, ისე გარეთ. ბრენდინგის ფარგლებში ცვლილება განიცადა ორგანიზაციის სახელმა — უფრო სხარტი და ლაკონური გახდა. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რადგან სახელი პირდაპირ დაუკავშირდა თანამედროვე ღირებულებების მატარებელ კომპანიას. ახალი ბრენდინგით კომპანია მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანმა აჯობოს თავს.
ორგანიზაციის ღირებულებებია: ემპათია, პატივისცემა, ადამიანების დახმარება ეკონომიკური გაჯანსაღების მიმართულებით,
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში კომპანიის მიმართ არასწორი დამოკიდებულებები იყო გავრცელებული. მომხმარებელსა და ორგანიზაციას შორის კი ნდობა ნაკლები იყო. სწორედ ეს გახდა ამოსავალი წერტილი ფინბიუროსთვის, დაეწყო ფიქრი რებრენდინგზე და უფრო ცხადად დაენახვებინა ადამიანებისთვის კომპანიის მისია.
"რებრენდინგი იმ ძლიერი სურვილის შედეგია, რომ არა მარტო ჩვენი კომპანიის, არამედ ზოგადად ამ საქმიანობის მიმართ შეიცვალოს დამოკიდებულება. ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც ვინმეს რამეს ვართმევთ, არამედ ვართ ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ, მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, დაიფაროს მათი ვალდებულებები უმტკივნეულოდ, შევთავაზოთ მათ გამოსავალი", — ამბობს სოფო.
ფოტო: ფინბიურო
ფინბიუროს ლოგო წარმოადგენს ჩირაღდანს, რაც ერთგვარი სიმბოლოა ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მისიის — ვიყოთ გზამკვლელი ადამიანის ფინანსური გაჯანსაღების გზაზე,
მისი თქმით, ფინბიურო არის B2B საქმიანობა. კომპანია შეისყიდის მხოლოდ იმ ადამიანების სესხებს, რომელსაც ნებისმიერი საფინანსო სამსახური გასაყიდად გამოიტანს. ამის შემდგომ იწყება სესხების დამუშავება და მართვა. საწყის ეტაპზე ხდება მომხმარებელთან დაკავშირება, იმისთვის რომ დროულად დამყარდეს კომუნიკაცია და შესაძლებელი გახდეს დახმარება.
ფინბიურო მომხმარებელს სთავაზობს:
- ავტომატური გადახდის სისტემას;
- ინდივიდუალური პირობებსა და შეღავათებს;
- სპეციალური შეთავაზებებს სესხებზე;
- დოკუმენტების და ცნობების დისტანციურად ატვირთვას;
- ყველა მიმდინარე სესხზე წვდომას.
ფინბიუროს მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც მიმართულია ნდობაზე, კეთილსინდისიერებაზე, ურთიერთპატივისცემაზე. დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სასესხო ვალდებულებები და ვერ უმკლავდებიან მათ გადახდას,
ფინბიუროს საქართველოს მასშტაბით 17 ფილიალი აქვს და 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. 2022 წლის მონაცემებით, ფინბიუროს ანგარიშზე 200 000-ზე მეტი მომხმარებელი და რამდენიმე მილიონ ლარზე მეტი დაფარული სესხია.
კომპანიას სამომავლოდ არაერთი გეგმა აქვს, მათ შორისაა საქართველოს მასშტაბით ახალი ფილიალების გახსნა, ქსელის განვითარება საზღვარგარეთ, აქტივებისა და ვალდებულებების მართვის გაუმჯობესება, დამატებითი რესურსების მობილიზება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტირების გაძლიერება და რაც მთავარია — მეტი კმაყოფილი მომხმარებელი და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა-განვითარება.
ფინბიუროს შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ სმს გზავნილის მიღება, ცხელ ხაზზე დაკავშირება, ვებგვერდზე დარეგისტრირება და მობილური აპლიკაციის გადმოწერა. მომხმარებლებს შეუძლიათ უფასო კონსულტაციის მიღება ნებისმიერ დროს.
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები