რატომ დაეცა Tesla-ს აქციის ფასი?
ფოტო: Pexels.com/Craig Adderley
2022 წლის 3 ოქტომბერს, ორშაბათს, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად, Tesla-ს (TSLA) აქციის ფასმა 8,4%-ით დაიკლო. გამომწვევი მიზეზი უშუალოდ კომპანიის შედეგებსაც ეხება, თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ილონ მასკის ტვიტია.
ილონ მასკმა 3 ოქტომბერს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდის ელემენტების შემცველი მოსაზრება დატვიტა და სკანდალში გაეხვა.
ილონის ტვიტის თანახმად:
- ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით ხელახლა უნდა ჩატარდეს "რეფერენდუმი";
- ყირიმი რუსეთის ტერიტორია იყო 1783 წლიდან (ხრუშოვის "შეცდომამდე");
- ყირიმში გარანტირებული უნდა იყოს წყლის მიწოდება;
- უკრაინა დარჩეს ნეიტრალური.
მის ტვიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზევე გამოეხმაურა და მარტივი კითხვა დასვა — რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ? ის, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს, თუ ის, რომელიც უკრაინას.
ილონ მასკის "მშვიდობის გეგმას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, ყველაზე მთავარი Tesla-ს აქციების ფასის ვარდნა იყო. ილონ მასკს ერთი ტვიტი, დაახლოებით, 15 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. ის კვლავაც არ ნებდებოდა და აგრძელებდა ტვიტების სერიას, თუმცა, ძირითადად — თავს იმართლებდა.
აქციების ფასის ვარდნის მეორე დიდი მიზეზი კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშია, რომლის თანახმადაც, კომპანიამ ვერ შეასრულა ის გეგმა, რაც განზრახული ჰქონდა. მესამე კვარტალში Tesla-ს უნდა გამოეშვა 358 000 მანქანა, თუმცა, მხოლოდ 348 000 გამოუშვა. შედეგად, კომპანია წლის ბოლომდეც ვერ მოახერხებს განზრახული გეგმის შესრულებას და ელექტრო მანქანებზე მოთხოვნის ჯეროვან დაკმაყოფილებას. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კიდევ ერთი მიზეზი 30 სექტემბრის ღონისძიებაზე წარდგენილი ავტომობილების თვითმართვადი სისტემის გარკვეული ხარვეზებია. შესაბამისად, ილონ მასკმა ვერ შეძლო იმ მოლოდინების დაკმაყოფილება, რასაც მანამდე უქმნიდა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების მოყვარულებს.
საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ერთად იმოქმედა Tesla-ს აქციებზე და 30 სექტემბრის ვაჭრობის შემდეგ 8%-ზე მეტად დაიკლო. ილონ მასკის პოზიციით გაბრაზებული ზოგიერთი ინვესტორი განზრახ იშორებდა კომპანიის აქციებს, რითაც ხელს უწყობდა ფასის ვარდნას.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები