ჯი-თი მოტორსი საქართველოში BMW-სა & MINI-ს ოფიციალური იმპორტიორი ხდება
ფოტო: GT Motors
ჯი-თი მოტორსი მსოფლიოში წამყვან საავტომობილო ბრენდებს, BMW-სა და MINI-ს საქართველოში სექტემბრიდან ოფიციალურად წარმოადგენს. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია აღნიშნული ბრენდების იმპორტიორი გახდა, რაც საკმაოდ დიდი წარმატების მანიშნებელია.
BMW-სა და MINI-სთან ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და იმპორტიორის სტატუსი ჯი-თი მოტორსისთვის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, კომპანია აღმაშენებლის ხეივანზე დროებით შოურუმს გახსნის. სწორედ ამ შოურუმში შეძლებენ მომხმარებლები ბრენდების ახალი მოდელების ხილვას. მალევე იგეგმება ე.წ. L ზომის, უფრო დიდი შოურუმის აშენება, რომელიც BMW-სა და MINI-ს ყველა სტანდარტის მიხედვით იქნება დაპროექტებული. გეგმის მიხედვით, ისიც აღმაშენებლის ხეივანზე აშენდება და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შოურუმი იქნება.
ჯი-თი მოტორსმა BMW-სა და MINI-სთან თანამშრომლობა რამდენიმე ეტაპიანი და საკმაოდ რთული შერჩევის პროცესის შედეგად დაიწყო. პროცესში სხვა კომპანიებიც იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა სათავო ოფისმა საბოლოო არჩევანი სწორედ ჯი-თი მოტორსზე შეაჩერა.
"ვფიქრობთ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც BMW-სა და MINI-ს სათავო ოფისმა ჯი-თი მოტორსთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, ჩვენი კომპანიის გამოცდილებაა. ჯი-თი მოტორსი 15 წელზე მეტია, წარმატებით წარმოადგენს საქართველოში საავტომობილო გიგანტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა პრემიუმ კლასის ბრენდებთან. გვიხარია, რომ BMW-სა და MINI-ს მომხმარებლებს, ძალიან მალე, უმაღლესი ხარისხის სერვისსა და მათი საყვარელი ბრენდების უახლეს ავტომობილებს შევთავაზებთ", — აცხადებს ჯი-თი მოტორსის გენერალური დირექტორი, თემურ უსტიაშვილი.
ჯი-თი მოტორსის წარმატება პრემიუმ ბრენდების მართვის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წლებია, კომპანია LAND ROVER-სა და JAGUAR-თან თანამშრომლობს და ორივე ბრენდი ქართულ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გარდა ამისა, ჯი-თი მოტორსი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მომსახურების კუთხითაც და მომხმარებელს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს. მეტიც, მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მიმართულებით არსებულ რეიტინგებში, კომპანია ბოლო რამდენიმე წელია რეგიონში მოწინავე პოზიციებს იკავებს.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები