ფიტნეს-ინსტრუქტორ კონსტანტინე კალანდაძის 7 რჩევა წონის სწრაფი კლებისთვის
ბოლო წლებში საქართველოში ფიტნეს დარბაზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრების რაოდენობაც იზრდება. თავდაუზოგავად ვარჯიში ბევრისთვის ჰობიც კი გახდა. სასურველი ფორმები მხოლოდ ვარჯიშით არ მიიღწევა, საჭიროა ბევრი პატარა და მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება, რომელიც დაგეხმარებათ მიზნის უფრო სწრაფად და მარტივად მიღწევაში. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს და დამერწმუნეთ, თუ მათ გაითვალისწინებთ, სასურველ შედეგს უფრო მარტივად მიაღწევთ.
1. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი და მწვანე ჩაი
წყალი და მწვანე ჩაი წმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისგან. მავნე ნივთიერებებიდან ზოგიერთი ენერგიის მიღებაში გიშლით ხელს, ამიტომ თქვენი მეტაბოლიზმი ნელდება და წონაში დაკლების შესაძლებლობაც მცირდება. შესაბამისად, მათი გამოდევნით თქვენს სხეულსაც დაეხმარებით.
2. ძილი, ძილი და მეტი ძილი
ალბათ, ახალი ამბავი არაა, რომ ჯანსაღი ცხოვრება საკმარისი ძილის გარეშე წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ძილის მნიშვნელობას ჯერაც ვერ აფასებს. ღამის განმავლობაში სულ ცოტა 7 საათი უნდა გეძინოთ. კვლევები აჩვენებს, რომ შუა ხნის ასაკში სწორედ ძილის ნაკლებობა უწყობს ხელს ჭარბი წონის მატებას.
ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ძილის ნაკლებობა არა მხოლოდ მადას აძლიერებს, არამედ ზრდის იმ საათების რაოდენობასაც, როდესაც ფხიზლად ხართ და გშიათ. შედეგად ვიღებთ უკონტროლო კვებას, რომელიც იწვევს ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში.
გარდა ამისა, საკმარისი რაოდენობის ძილი ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის შლას.
3. ივარჯიშეთ ფიტნეს ინსტრუქტორთან ერთად
დამწყებისთვის საკმაოდ რთულია საჭირო ვარჯიშების შერჩევა და მათი სწორად შესრულება, ამიტომ პირადი ინსტრუქტორის აყვანა დროსა და ენერგიას დაგაზოგინებთ. მწვრთნელმა უკეთესად იცის, რომელი ვარჯიშები გჭირდებათ და როგორ შეიძლება თქვენი დროის ეფექტურად გადანაწილება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ შედეგს სწორი კვების რაციონის გარეშე ვერ მიაღწევთ, გამოცდილი ფიტნეს ინსტრუქტორი ამაშიც დაგეხმარებათ და შესაფერის დიეტას შეგირჩევთ.
4. დაგეგმეთ და გაამზადეთ საკვები დაძინებამდე
სწორი კვება მოითხოვს რეჟიმს და დღის განმავლობაში ხშირ კვებას. ყოველი ჭამის წინ მენიუს გათვლა რთულია და დროც ბევრი მიაქვს. თუ ყოველ საღამოს გაამზადებთ შემდეგი დღის საჭმელს, ბევრად გაგიადვილდებათ კვების რეჟიმის დაცვა. ამისთვის კონტეინერები დაგჭირდებათ, რომელსაც თან ატარებთ.
5. მოერიდეთ წახემსებას
ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებისთვის აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა. თუ გვსურს, რომ ცხიმის წვა მოწესრიგებულად ხდებოდეს მთელ ორგანიზმში, მაშინ უნდა მოვერიდოთ საკვების გაუთვალისწინებელ მიღებას (ჭამის შუალედებში წახემსებას). წახემსება შეიძლება იშვიათ შემთხვევებში, ისიც დოზირებულად, მაქსიმუმ 150-200 კალორიის ოდენობით.
6. არ გააცდინოთ ვარჯიშები
ინტენსიური ვარჯიში თქვენი მთავარი იარაღი იქნება ცხიმოვან მასასთან ბრძოლაში. მხოლოდ ვარჯიშით არის შესაძლებელი, რომ უშუალოდ ცხიმის ხარჯზე დაიკლოთ წონა და მას კუნთები თან არ მიაყოლოთ. ეცადეთ, ვარჯიშისას ორგანიზმი არ გამოიფიტოს, კუნთების ტონუსში ყოფნა ენერგიის მატებაშიც დაგეხმარებათ.
7. მოთმინება და თავის არდაზოგვა
შედეგის მიღებას დრო სჭირდება. მოთმინებით უნდა შეიარაღდეთ და ნელ-ნელა დაიკლოთ წონა. ნებისყოფისა და მოთმინების დახმარებით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის უამრავი მაგალითი არსებობს, ამიტომ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა. მთავარია საკუთარ თავზე მუშაობა დღესვე დაიწყოთ და მომდევნო „ორშაბათისთვის“ არ გადადოთ.
-
"მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
გადახედვა
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში? კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში?
გადახედვა
-
5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
კომენტარები