აჭარის ტელევიზიის დირექტორი კოხრეიძე გახდა, რომლის არჩევაშიც ჟურნალისტები სარედაქციო საფრთხეს ხედავენ
ფოტო: პირველი არხი
ქართული ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ მეოთხე მცდელობაზე დირექტორად ის კანდიდატი აირჩია, რომლის დანიშვნაშიც ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო საფრთხეს ხედავს. გიორგი კოხრეიძე აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ წინა დირექტორის იმპიჩმენტის შემდეგ მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობას სამი უშედეგო მცდელობა ჰქონდა. საბჭო, რომელმაც ახალი დირექტორი აირჩია რამდენიმე კვირის წინ დაკომპლექტდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მეოთხე კონკურსის მეორე მცდელობაა. პირველი სწორედ კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე შეჩერდა. ის ამტკიცებდა, რომ მესამე კონკურსის გამარჯვებული იყო და მეოთხე მცდელობა ტელევიზიას აღარ უნდა ჰქონოდა. ეს სარჩელი კოხრეიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუკმაყოფილა. ახალი ბორდის არჩევის შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში
19 აპრილს ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.
იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა. პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში.
ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.
გაიგეთ მეტი:
-
მეუფე ზენონი: ჩემი პოზიცია იყო, რომ პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას მეუფე ზენონი: ჩემი პოზიცია იყო, რომ პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებული ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას
გადახედვა
-
ტერაბანკის საკრედიტო ბარათი აგრო ბიზნესისთვის ტერაბანკის საკრედიტო ბარათი აგრო ბიზნესისთვის
-
ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ დემარკაციის პროცესის ფარგლებში სომხეთს საქართველოსთვის სასაზღვრო სოფელი არ დაუთმია ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ დემარკაციის პროცესის ფარგლებში სომხეთს საქართველოსთვის სასაზღვრო სოფელი არ დაუთმია
გადახედვა
-
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში — სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში — სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
-
Coachella-ზე დუეტის შემდეგ, მადონა და საბრინა კარპენტერი ახალ სინგლს უშვებენ Coachella-ზე დუეტის შემდეგ, მადონა და საბრინა კარპენტერი ახალ სინგლს უშვებენ
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს
გადახედვა
-
თეგეტა ბიზნესისთვის — კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა თეგეტა ბიზნესისთვის — კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
-
ახმეტაში ყოფილ მეუღლეზე ძალადობისა და ადევნების ბრალდებით კაცი დააკავეს ახმეტაში ყოფილ მეუღლეზე ძალადობისა და ადევნების ბრალდებით კაცი დააკავეს
გადახედვა
-
დრო არ უნდა დავკარგოთ — ახალი თაობის anti-VEGF პრეპარატებით მკურნალობა, დიაბეტიან პაციენტებს სიბრმავისგან იცავს დრო არ უნდა დავკარგოთ — ახალი თაობის anti-VEGF პრეპარატებით მკურნალობა, დიაბეტიან პაციენტებს სიბრმავისგან იცავს
-
"საფარი": სასამართლომ არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამინაცვალს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა "საფარი": სასამართლომ არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამინაცვალს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი (დაჩი) ბერაია მიხეილ მაღლაკელიძემ შეცვალა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ირაკლი (დაჩი) ბერაია მიხეილ მაღლაკელიძემ შეცვალა
გადახედვა
-
როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები
გადახედვა
-
ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს 24-ვე წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა ტრამპმა ეროვნული სამეცნიერო საბჭოს 24-ვე წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
გადახედვა
-
ნახეთ: House of the Dragon-ის მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: House of the Dragon-ის მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს რამდენად გვეხმარება AI ექიმის ნაცვლად? — მოწინავე სამედიცინო ჟურნალი რისკებზე გვაფრთხილებს
გადახედვა
-
OpenAI-მ თავდასხმის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიცია არ გააფრთხილა — ალტმანი ბოდიშს იხდის OpenAI-მ თავდასხმის შესახებ იცოდა, თუმცა პოლიცია არ გააფრთხილა — ალტმანი ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
-
აფგან სადიგოვმა ASAN Xidmət-ის ცენტრს უცხოეთის პასპორტის მისაღებად მიმართა აფგან სადიგოვმა ASAN Xidmət-ის ცენტრს უცხოეთის პასპორტის მისაღებად მიმართა
გადახედვა
-
რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით? რა იცვლება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ ანტონ ჩეჩინის 8.5-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები