მეცნიერებმა "მაგარი ტიპობის" ექვსი თვისება განსაზღვრეს
რა ნიშნავს იყო "მაგარი ტიპი"? არის ეს კულტურაზე დამოკიდებული ცნება თუ უნივერსალური მახასიათებლების ერთობლიობა? საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად კულტურული განსხვავებებისა, ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში "მაგარ ტიპებს" თითქმის ერთნაირი თვისებებით აღწერენ.
კვლევა, რომელიც Journal of Experimental Psychology-ში გამოქვეყნდა, 2018–2022 წლებში ჩატარდა და დაახლოებით 6 000 ზრდასრულ მონაწილეს მოიცავდა აშშ-დან, ავსტრალიიდან, ჩილედან, ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, მექსიკიდან, ნიგერიიდან, ესპანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სამხრეთ კორეიდან და თურქეთიდან.
მონაწილეებს სთხოვეს გაეხსენებინათ ადამიანი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ: მაგარ ტიპად, ბანძ ტიპად, კარგად და ცუდად. შემდეგ კი შეეფასებინათ ამ ადამიანების პიროვნული თვისებები და ღირებულებები.
რეგინა ჯორჯი, ჯეი გეტსბი და ოლივია პოუპი იმ ძლიერ და ექსტრავერტ პერსონაჟებს შორის არიან, რომლებიც "მაგარი ტიპობის" ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. თუმცა, ახალი კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ყოველთვის არ ნიშნავს "კარგ ადამიანს".
ფოტო: CBS /Warner Bros./Disney
ექვსი თვისება, რომელიც "მაგარ ტიპობას" განსაზღვრავს
მონაცემების ანალიზის შედეგად მკვლევრებმა დაადგინეს, რომ "მაგარ ტიპად" მიჩნეული ადამიანები, კულტურის მიუხედავად, ერთნაირად აღიქმებიან როგორც:
- ექსტროვერტები;
- ჰედონისტები;
- ძლიერები და გავლენიანები;
- ავანტიურისტები;
- ღია და ცნობისმოყვარეები;
- ავტონომიურები (დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღებები).
კვლევის თანაავტორის, ჩილეში მდებარე Universidad Adolfo Ibáñez-ის მარკეტინგის ასოცირებული პროფესორის, ტოდ პეზუტის თქმით, ყველაზე მოულოდნელი სწორედ ეს შედეგი იყო:
"ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ყველა ქვეყანაში ზუსტად იგივე თვისებები გამოვლინდა. მნიშვნელობა არ აქვს, ჩინეთზე ვსაუბრობთ თუ აშშ-ზე — ადამიანები აფასებენ მათ, ვინც არღვევს ჩარჩოებს და ცვლილებებს იწვევს". მისივე თქმით, "მაგარი ტიპობა" ბევრად უფრო ფუნდამენტური ცნებაა, ვიდრე უბრალოდ მოდური ეტიკეტი.
"მაგარი ტიპი" არ ნიშნავს კარგ ადამიანს
კვლევამ მკაფიოდ აჩვენა, რომ "მაგარი ტიპი" და "კარგი ადამიანი" ერთი და იგივე არ არის. მონაწილეები "კარგ ადამიანებს" უფრო ხშირად ახასიათებდნენ როგორც:
- მშვიდებს;
- კეთილსინდისიერებს;
- თბილებს;
- თანხმობისკენ მიდრეკილებს;
- ტრადიციულებს;
- წესების დამცველებს;
- უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულებს.
ზოგი თვისება შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს, თუმცა მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ "მაგარი ტიპობა" მორალურ სიკეთეს არ უდრის.
როგორც კვლევის თანაავტორი, არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი ქელებ უორენი ამბობს, "მაგარ ტიპად" აღსაქმელად ადამიანი ხშირად უნდა იყოს სიმპათიური ან შთამბეჭდავი, რაც მას კარგ ადამიანებთან ამსგავსებს. მაგრამ ამ ადამიანებს ხშირად აქვთ ისეთი თვისებებიც, რომლებიც მორალურად კარგად არ ითვლება, მაგალითად, ჰედონიზმი ან ძალაუფლებისკენ მიდრეკილება."
Prince Billboard Music Awards-ის დაჯილდოებაზე, 2013 წელი
ფოტო: Getty Images
შეიძლება თუ არა "მაგარი ტიპობა" ვისწავლოთ?
პეზუტის აზრით, არა. "ამ თვისებებით ვიბადებით. ექვსიდან ხუთი პიროვნული მახასიათებელია, ხოლო პიროვნული თვისებები, როგორც წესი, საკმაოდ სტაბილურია". კვლევამ აჩვენა, რომ ეს ფორმულა ერთნაირად მუშაობს ასაკის, სქესის და განათლების დონის მიუხედავად.
როგორ ჩამოყალიბდა "მაგარი ტიპობის" ცნება
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს კონცეფცია თავდაპირველად მეამბოხე სუბკულტურებში გაჩნდა, მათ შორის აფროამერიკელ ჯაზმუსიკოსებს შორის 1940-იან წლებში და ბიტნიკებში 1950-იან წლებში.
დროთა განმავლობაში, გლობალური მოდის, მუსიკისა და კინოინდუსტრიის ზრდასთან ერთად, "მაგარი ტიპობის" მნიშვნელობა მსოფლიოს მასშტაბით ერთიან ღირებულებათა სისტემად გაჯდა და კომერციულად უფრო მისაღები გახდა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
მკვლევრების აზრით, "მაგარი ტიპობა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური იერარქიების ჩამოყალიბებაში და კულტურული ნორმების შეცვლაში.
"თუ "მაგარი ტიპობა" სტატუსია, რომელიც ენიჭება მათ, ვინც კულტურულ ცვლილებებს აჩქარებს, გასაკვირი არ არის, რომ სან-ფრანცისკოდან სეულამდე ამ ადამიანებს საერთო თვისებები აქვთ — ისინი უფრო მეტ კითხვას სვამენ ტრადიციებზე, ინოვაციურები არიან და სხვებს ცვლილებებისკენ უბიძგებენ", — წერენ ავტორები.
პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონა ბერგერის თქმით, ეს კვლევა ერთ-ერთია იმ იშვიათ სამეცნიერო ნაშრომებს შორის, რომელიც რეალურად იკვლევს, რას ნიშნავს "მაგარი ტიპობა".
ხოლო კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯონ ფრიმენი აღნიშნავს, რომ მომავალ კვლევებში მნიშვნელოვანია "კარგი მაგარი ტიპობის" და "ცუდი მაგარი ტიპობის" გარჩევაც — განსაკუთრებით სოციალური მედიისა და ინფლუენსერების ეპოქაში.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
კომენტარები