ამიერიდან კრიპტოს შეძენას სილქის მობაილბანკში შეძლებთ!
სილქ ბანკში სიახლეა — პირველად საქართველოში მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, კრიპტოვალუტა პირდაპირ მობაილბანკში შეიძინონ. ეს პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში, ისე ციფრული ფულისადმი დამოკიდებულების შეცვლაშიც.
ამ სიახლის შესახებ სილქ ბანკის კრიპტოს ფროდაქთ ოუნერი, ალექსანდრე დგებუაძე გვიყვება:
ფოტო: სილქ ბანკი
მსგავსი რამ პირველად ხდება საქართველოში და უნდა ითქვას, მსოფლიოშიც ძალიან ცოტა მაგალითია იმისა, როცა მომხმარებლებს ბანკში შეუძლიათ კრიპტოს შეძენა. რამ განაპირობა ამ გაბედული და, შეიძლება ითქვას, პროგრესული ნაბიჯის გადადგმა?
"მთავარი მიზანი ხალხისთვის კრიპტოს შეძენის პროცესის გამარტივება იყო. ასევე გვსურდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა გლობალურ ადაპტაციაში. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიკვირდა, აქამდე რატომ არ არსებობდა მსგავსი სერვისი ბანკებში — მით უმეტეს, მაშინ, როცა საქართველოში თუ მის გარეთ ყველა ბანკი ტექნოლოგიურ სიძლიერეზე აკეთებს აქცენტს.
მეორე მხრივ, ბანკის ეკოსისტემაში კრიპტოს დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია და გამბედაობაც სჭირდება, რადგან ბევრი ტექნოლოგიური გამოწვევის გადალახვაა საჭირო… თუმცა ფაქტია, შეუძლებელი არაფერია."
ერთია გამოწვევები, მაგრამ რაში მდგომარეობს ამ ფუნქციის მთავარი უპირატესობა ტრადიციულ კრიპტობირჟებთან შედარებით?
"პირველ რიგში, მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენთან ძალიან მარტივია კრიპტოვალუტის შეძენა. რეალურად მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობ პროცესს ჰგავს — მაგალითად, ისეთს, როგორიც ლარის დოლარში კონვერტაციაა.
მთლიანობაში 3 მთავარი უპირატესობა აქვს: სიმარტივე, ხელმისაწვდომობა და დაცულობა. კრიპტოს შეძენა იდენტურად დავამსგავსეთ კონვერტაციის პროცესს. 24/7-ზე შეგიძლია იყიდო-გაყიდო ისე, რომ არასდროს ჩამორჩე ბაზრის დინამიკას და გქონდეს სრული კონტროლი საკუთარ აქტივებზე. ამას ემატება ისიც, რომ ბანკის ეკოსისტემას არ ტოვებ — ბანკს კი უსაფრთხოების უმაღლესი ზომები აქვს მიღებული, რათა მომხმარებელი სრულიად დაცული იყოს.
ეს, ერთი მხრივ, იმ სტერეოტიპსაც არღვევს, რომელიც კრიპტოსთან დაკავშირებით არსებობს — რადგანაც ბანკშია ხელმისაწვდომი აღნიშნული სერვისი, ესე იგი, ნდობის ფაქტორიც იმატებს."
ფოტო: სილქ ბანკი
ახსენეთ, რომ პროცესი საკმაოდ მარტივია — კონკრეტულად, როგორ უნდა ვიყიდო სილქის მობაილბანკში კრიპტოვალუტები?
"შედიხარ კრიპტოს სექციაში, სადაც გხვდება ყიდვის ღილაკი და შემდგომი პროცესი არაფრით განსხვავდება ლარის დოლარში კონვერტაციისგან. ყიდვის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, 15 წამში გქონდეს კრიპტო. მთელი ამბავი ის არის, რომ ახსნაც არ სჭირდება, როგორ უნდა იყიდო, იმდენად ინტუიციური პროცესია."
ძირითადად ვინ არის სამიზნე აუდიტორია? რა ტიპის მომხმარებლებზე გაქვთ გათვლა მობაილბანკში კრიპტოს დამატებით?
"სამიზნე აუდიტორია არის აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად ასაკისა — ყველა, ვისაც ოდესმე გასჩენია სურვილი, რომ კრიპტო ეყიდა. ყველა, ვისაც უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, გადაედგა ეს ნაბიჯი უნდობლობის ან პროცესის კომპლექსურობის გამო. უბრალოდ, არ ტოვებ ბანკის ეკოსისტემას — არ გიწევს შუამავალი პლატფორმების ძებნა და ა. შ. პირდაპირ ბანკში ყიდულობ კრიპტოს მარტივად."
და ბოლო კითხვა, სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, რა განვითარება ექნება ამ პროდუქტს?
"რა თქმა უნდა, აქ არ გავჩერდებით. ახლო მომავალში ვგეგმავთ, რომ მეტი კრიპტოაქტივი გავხადოთ ხელმისაწვდომი. ასევე, ყიდვა-გაყიდვასთან ერთად, კრიპტოაქტივების მართვის სხვა ფუნქციონალიც საკმაოდ მალე დაემატება. დანარჩენს კი უკვე ჩვენი აპლიკაციიდან შეიტყობთ."
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
კომენტარები