წიგნი წიგნში წიგნის შესახებ, ანუ ერნან დიასის “ნდობა“
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
თუკი სტატიის სათაურმა თან დაგაინტერესათ, თან დაგაინტრიგათ და ცოტა უნდობლადაც შეხედეთ, მაშინ ერნან დიასის წიგნი “ნდობა“, ვფიქრობ, აუცილებლად მოგეწონებათ.
არგენტინული წარმოშობის ამერიკელი მწერალი ერნან დიასი ორი რომანის, მოთხრობებისა და ესეების ავტორია. მისი წიგნები ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი. “ნდობა” 2022 წელს გამოიცა და ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა, ხოლო 2023 წელს პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. 2024 წელს The New York Times-მა რომანი 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო წიგნის სიაში 50-ე ადგილზე დაასახელა. ქარჩხაძის გამომცემლობამ ახლახან გამოსცა წიგნის ქართული თარგმანი, რომელმაც უკვე მიიქცია მკითხველთა ყურადღება. როგორც აღმოჩნდა, ქართველ მკითხველთა ნაწილი ავტორსა და ნაწარმოებს იცნობდა და სიახლეს დიდი მოწონებითაც შეხვდა.
წიგნის შესახებ ინტერნეტში საკმაოდ საინტერესო განხილვებიც გვხვდება, ყველა განხილვას ერთი რამ აერთიანებს — მკითხველები, რომლებიც წიგნს გვირჩევენ, ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გაგვიმხილონ მისი შინაარსის შესახებ. არსებობს წიგნები, რომელთა განხილვისას ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი მკითხველი თან დავაინტერესოთ, თან არავითარ შემთხვევაში არ მოვუყვეთ ზედმეტი, ანუ ის, რაც პირველად წაკითხვისას თავად თითოეულმა მკითხველმა უნდა აღმოაჩინოს და განიცადოს. სწორედ ასეთ წიგნებს განეკუთვნება “ნდობა“.
ერთი შეხედვით, წესით, ეს უნდა იყოს წიგნი, რომელიც გვიყვება ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ რთულად გასაგები საბროკერო ცხოვრების შესახებ. როგორია უოლ-სტრიტის ფინანსისტების ცხოვრება, ზოგისთვის მოსაწყენი და გაუგებარი საფინანსო ოპერაციები, ფულისა და კაპიტალის დაბანდება, მოგებასა თუ ფინანსურ ზარალზე საუბრები, მუდმივი მათემატიკური გამოთვლები... მე-20 საუკუნის აშშ-ს ფინანსური ელიტის საიდუმლოებით მოცული სამყაროს მკითხველისთვის გაცნობა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საფინანსო ოპერაციების აღწერის გარეშე, მაგრამ “ნდობა“ არ არის წიგნი ერთი ჩვეულებრივი ფინანსისტის ცხოვრების შესახებ, ესაა წიგნი ადამიანებსა და ძალაუფლებაზე, მარტოობასა და იმ ისტორიებზე, რომლებიც დაკეტილ კარს მიღმა ტრიალებს.
“ნდობა“ შედგება 4 ნაწილისგან და ოთხივე ნაწილი აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. მკითხველი მთელი წიგნის განმავლობაში აგროვებს სხვადასხვა ინფორმაციას და ბოლოს თავად უწევს მიიღოს გადაწყვეტილება, რა იყო სიმართლე, სად მოტყუვდა. პულიცერის ჯილდოს მფლობელი წიგნის კითხვისას ნამდვილად ხვდები, რატომ მიიღო წიგნმა საერთაშორისო აღიარება — ოსტატურად ჩახლართული ამბები, ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადაბიჯება, მდიდარი და ნაკლებად შეძლებული ოჯახების ცხოვრების განსხვავებული სტილი, ემიგრაციის თემა, ქალისა და მამაკაცის განსხვავებული ხედვა ცხოვრებისა თუ სხვადასხვა ყოველდღიური წვრილმანის შესახებ.
“კავშირები“, ანუ წიგნის პირველი ნაწილი:
წიგნის პირველი ნაწილი ცოლ-ქმარს ეხება, ცნობილი წყვილი, ფინანსისტი და მისი წყნარი, ფილანთროპი ცოლი, ბევრი ფული და ინტრიგა, ქალის გაუარესებული ჯანმრთელობა, ისტერია თუ მენტალური დაავადება, მკურნალობის მცდელობა. ამ ნაწილის მთავარი გმირი თითქოს ცივი, უკარება მდიდარი ფინანსისტია, მუდამ საკუთარ თავსა და ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული. აქვეა ცოლი და მათი უცნაური თანაცხოვრება, რომელიც მკითხველს აუცილებლად ბევრ კითხვას გაუჩენს.
“ჩემი ცხოვრება“ II ნაწილი:
წიგნის ეს ნაწილი მალე მთავრდება, მაგრამ აქაა აღწერილი კიდევ უფრო ჩახლართული ისტორია. უცნაურად დაწყობილი წინადადებები, შუა გზაში გაწყვეტილი ფრაზები, დაულაგებელი აზრები... დაბნეული მკითხველი ნელ-ნელა ხვდება, რომ ისტორია ეცნობა, მაგრამ ბოლომდე გამორკვევასაც ვერ ასწრებს, ისე უეცრად წყდება მეორე ნაწილი...
“მოგონებები მემუარების შესახებ“ III ნაწილი:
უკვე საკმაოდ დაძაბულ, დაინტერესებულ მკითხველს ყველაფრის შესახებ პასუხს სცემს მესამე ნაწილი. რა მოხდა სინამდვილეში, როგორ მოგვატყუეს და გაგვაცურეს. წიგნი კულმინაციისკენ მიდის, მკითხველი ნდობას უცხადებს პერსონაჟებს, ნებდება, თითქოს ყველა სიცრუეს აეხადა ფარდა, ყველაფერი დალაგდა, მაგრამ წინ მეოთხე ნაწილია xvdebi ხვდები, რომ: ისევ ხომ არ გვატყუებენ?
“მომავალი“ IV ნაწილი:
ეს ის ნაწილია, რომელიც მკითხველს დამატებით კითხვებსაც უჩენს და აქამდე მოთხრობილი ამბების საკმაოდ განსხვავებულ ვერსიასაც სთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ მკითხველმა მთელი წიგნის განმავლობაში თავად უნდა გაიკვლიოს გზა, არავის ენდოს, ყველა ამბავსა თუ პერსონაჟს ეჭვის თვალით შეხედოს და ბოლოს კი თავად გამოიტანოს დასკვნა.
ამ საოცრად საინტერესო წიგნის მთარგმნელია ნატო კვარაცხელია, წიგნი დაიბეჭდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ხელშეწყობით, ხოლო მისი შეძენა შესაძლებელია, როგორც ქარჩხაძის გამომცემლობის საიტზე, ისე წიგნების სხვადასხვა მაღაზიაში.
-
ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ილია ღუდუშაური ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე
-
ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია
გადახედვა
-
გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და გააუქმეთ სადავო კანონები — გაეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიში, კრიტიკული შეფასებები და რეკომენდაციები გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და გააუქმეთ სადავო კანონები — გაეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიში, კრიტიკული შეფასებები და რეკომენდაციები
გადახედვა
-
მეცნიერებმა "მაგარი ტიპობის" ექვსი თვისება განსაზღვრეს მეცნიერებმა "მაგარი ტიპობის" ექვსი თვისება განსაზღვრეს
გადახედვა
-
გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა
გადახედვა
-
საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება — ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება — ალექსანდრე დარახველიძე
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით ხსნის თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით ხსნის
-
მერია: ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება მერია: ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
"ჩვენი ბავშვების ტვინები არ იყიდება" — საფრანგეთი 15 წლის ასაკამდე სოცმედიას კრძალავს "ჩვენი ბავშვების ტვინები არ იყიდება" — საფრანგეთი 15 წლის ასაკამდე სოცმედიას კრძალავს
გადახედვა
-
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: დებატები დღეს არაა მიზანშეწონილი. გამოუშვან სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, ეს ყველაფერია ჯერ შესაცვლელი, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან დიალოგი სალომე ზურაბიშვილი: დებატები დღეს არაა მიზანშეწონილი. გამოუშვან სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, ეს ყველაფერია ჯერ შესაცვლელი, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან დიალოგი
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშნა
გადახედვა
-
ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები
გადახედვა
-
რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი" რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი"
გადახედვა
-
The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია 2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
გადახედვა
-
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა
კომენტარები