საზაფხულო საკითხავი, 3 რჩეული წიგნი ქარჩხაძის გამომცემლობისგან
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
არ აქვს მნიშვნელობა, ზაფხულში რამდენი ხნით ვისვენებთ ხოლმე. ხანდახან ისე ხდება, რომ ზაფხულში ბევრ დასვენებას ვახერხებთ, ხანდახან, ჩვენი სურვილის მიუხედავად, შეიძლება, ეს ვერ მოვახერხოთ, მაგრამ დასვენება და ზაფხული, ალბათ, მაინც ყველა ადამიანისთვის ერთმანეთთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, დასვენების წარმოდგენაც სხვადასხვანაირი გვაქვს - ზოგისთვის ესაა მზე და ზღვა, მთა, აუზთან თუ მეგობრებთან ერთად გატარებული დრო, ტყე, ბევრი სიმწვანე და სიგრილე, სიმშვიდე... ეს სტატია კი მათთვისაა, ვისთვისაც ზაფხული განსაკუთრებით ასოცირდება კითხვასთან.
მათთვის, ვისთვისაც ტყე, სიგრილე, წყლის პირას სახლი და სიმშვიდეში დასვენება განსაკუთრებით სასიამოვნოა, ალბათ, იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან ზედგამოჭრილი საკითხავი იქნება. ესაა წიგნი, რომელსაც ქარჩხაძის გამომცემლობის ერთგული მკითხველი მისი გამოცემიდან დღემდე ყველას ურჩევს. დელია ოუენსის ეს არაჩვეულებრივი რომანი ახალგაზრდა გოგონას ისტორიას გვიყვება. წიგნში ყველაფერია: სიყვარული, საზოგადოებისა და ინდივიდის დაპირისპირება, ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული ცხოვრება და რაც ყველაზე ამაღელვებელია - გამოძიება. როგორია, როდესაც საზოგადოება „მარშის გოგოს“ გიწოდებს, მათთვის გაუცხოებული ადამიანი ხარ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. რა თქმა უნდა, მომხდარი საზარელი ფაქტი, მკვლელობა, აუცილებლად სწორედ იმ ადამიანს ბრალდება, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი, უცნაური ცხოვრებით ცხოვრობს. კაიას ამ საოცარი თავგადასავლის შესახებ დელია ოუენსის წიგნში წაიკითხავთ.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
მათ, ვისაც მუდამ მებრძოლი ადამიანები და მათი სულისშემძვრელი ისტორიები განსაკუთრებით იზიდავთ, აუცილებლად მოეწონებათ ოთხი ქარი. კრისტინ ჰანას ეს საოცარი წიგნი ტეხასელი ქალის, მისი ოჯახისა და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების აუტანელ სინამდვილეს მოგვითხრობს. დიდი დეპრესიის წლები ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, უმძიმესი ნაწილია. ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ემტერებიან და არ ენდობიან ერთმანეთს, სამსახურისა და ლუკმაპურისთვის ყველაფერს სჩადიან, ცდილობენ, როგორმე თავი გაიტანონ. ასეთ რეალობაში უწევს ელსას და მის ოჯახს თავის გადარჩენა. წიგნის დასაწყისში ელსა გოგონაა, რომელსაც უამრავი სურვილი, მომავლისა თუ ბედნიერების პოვნის იმედი ამოძრავებს. გადის დრო, გოგონა იზრდება, უყვარდება კიდეც, დედა ხდება და ხვდება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გადარჩეს და საკუთარ შვილებს რაც კი შესაძლებელია, ყველაფერი ჰქონდეთ. არდანებება, ბოლომდე ბრძოლა, თავგანწირვა მიზნის მისაღწევად - ამ ყველაფერს ერთ საოცარ ამბად უყვება მკითხველს კრისტინ ჰანა.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
და ბოლოს, მათ, ვისაც სასიყვარულო, თავბრუდამხვევი ისტორიების კითხვა ზამთარსა თუ ზაფხულში, ნებისმიერ დროს უყვართ, საკანცელარიო მაღაზია თეირანში აუცილებლად მოეწონებათ. მარჯან ქამალის ეს საოცარი რომანი პირველი სიყვარულის გამოცდილებას, მის სინამდვილეს, ტკივილსა და ბედნიერებას ერთად აღწერს. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს: იპოვო და დაკარგო ნამდვილი სიყვარული, შეძლო და მაინც შეიყვარო თავიდან, იცხოვრო ისე, როგორც ეს შენ გინდა, შეიძლება, სამშობლოსთან დამშვიდობებაც კი მოგიწიოს... ამბობენ, რომ დაბადებიდანვე შუბლზე, ჩვენგან შეუმჩნევლად გვაწერია ჩვენი ბედი, ის, რასაც ცხოვრება გვიმზადებს. შეიძლება, ცხოვრების ბოლომდე ვერ მიხვდე, რატომ მოხდა ყველაფერი ისე, როგორც მოხდა, რაღაცებს ეგუები, რაღაც შენთვის ბოლომდე გაურკვეველი რჩება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და უამრავი მოულოდნელი რამეც ხდება, ზოგი კარგი, ზოგი არც ისე. საკანცელარიო მაღაზია თეირანში არის წიგნი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ სიყვარული ყველანაირ განსაცდელს დაამარცხებს, ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობა კი არასდროს ქრება და არავინ, არასდროს ვიცით, რა გველის მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს
გადახედვა
-
ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან? ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან?
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას" ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას"
გადახედვა
-
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში 1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
-
NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები NASA მთვარეზე ბაზის აშენებას იწყებს — როგორია სააგენტოს გეგმები
გადახედვა
-
შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა შიო III-მ აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები