5 რამ, რაც საერთაშორისო მარტექ ფესტივალზე, Touch.Point -ზე გავიგეთ
ფოტო: საქართველოს ბანკი
ითამაშე ჯუნგლებში და არა ზოოპარკში — სწორედ ამ გზავნილით დაგვამახსოვრა თავი Touch.Point-ზე, ყველაზე დიდ მარტექ ფესტივალზე, გაბრიელა ტეხეირამ, DAVID Agency-ის სტრატეგიულმა დირექტორმა. მისი გამოსვლები როგორც მთავარ სცენაზე, ისე პანელურ დისკუსიაზე, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, იდეების შეუზღუდავად გამოხატვასა და შეუჩერებლობას ეხებოდა - ეს იყო ღონისძიების იდეაც. თუმცა, გაბრიელა არ ყოფილა ერთადერთი სპიკერი, რომელმაც აუდიტორია გამორჩეული სიტყვებითა თუ იდეებით შთააგონა. Touch.Point-ზე გამომსვლელებს შორის იყვნენ მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სპეციალისტები Google-დან, Spotify-დან, Volvo Cars-დან, Tbilisi School of Communication-დან და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებიდან.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო საქართველოს ბანკი. ამ ბლოგში კი გიამბობთ ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავზე Touch.Point-დან.
წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ადამიანები ჭურჭელს დარეცხავდნენ, ხელოვნური ინტელექტი კი ლექსებს დაწერდა, — ზივ მეირი
ზივ მეირი კრეატივის, ბრენდისა და მარკეტინგის კონსულტანტია. მის სამუშაო გამოცდილებაში იპოვით ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Google, PepsiCo, McCann და სხვები. მან ფესტივალზე აუდიტორიას გამოცდილება მთავარი სცენიდანაც გაუზიარა, ჩაატარა ვორკშოპი და პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. მისი მთავარი სასაუბრო თემა Gen AI იყო.
დღეს ნებისმიერი სამსახურებრივი დავალება AI დავალებაა და ყველა ჯერზე, როცა ლეპტოპს გახსნი, ხელოვნური ინტელექტი დაგჭირდება. მისი საშუალებითაა შესაძლებელი, არაფრიდან შექმნა საქმის 80% რამდენიმე წამში, — თქვა ზივ მეირიმ.
მისი თქმით, დარბაზში მსხდომი ადამიანებიდან წლების წინ ვერავინ იტყოდა, რომ დღეს ჩვენ ჭურჭელს დავრეცხავდით, ხოლო ხელოვნური ინტელექტი ულამაზეს ლექსებს დაწერდა და შესანიშნავ ნახატებს შექმნიდა. ეს ტექნოლოგიები კი მხოლოდ და მხოლოდ წინ მიდის, ადამიანებმა კი ფეხი უნდა აუწყონ.
როცა რაიმეს შექმნი და მიხვდები, რომ მუშაობს, არ სცადო მისი “შეკეთება“ — ლუიზა ფერგიუსონი
Spotify-ის მარკეტინგული გამოცდილების გლობალური ხელმძღვანელმა, ლუიზა ფერგიუსონმა აუდიტორიას გაუზიარა, როგორ მუშაობს გლობალური გუნდი ისეთ მასშტაბურ ეკოსისტემაზე, როგორიცაა Spotify - მუსიკალური პლატფორმა, რომელიც ორ მხარეს - მსმენელებსა და არტისტებს ემსახურება. ლუიზამ Spotify Wrapped-ის მაგალითზე უამბო დამსწრეებს, როგორ იქმნება საერთაშორისო კამპანიები და ტრენდები Spotify-ში და როგორ ახერხებს გლობალური ბრენდი სამომხმარებლო გამოცდილების ლოკალიზებას ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა საქართველო.
ადამიანები ხშირად უშვებენ იმ შეცდომას, რომ წლიდან წლამდე ცდილობენ ახალ-ახალი რამ გამოიგონონ, მაგრამ, სინამდვილეში, თუკი ბრენდს აქვს ნაპოვნი ის, რაც მართლა მუშაობს, არაა საჭირო მისი “შეკეთება“, - სწორედ ასე ახსნა Spotify Wrapped-ის გლობალური ტრენდის წარმატების საიდუმლო ლუიზა ფერგიუსონმა.
რაც უფრო ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბუნებრიობა — დოთ ლანგი
დოთ ლანგი, ცნობილი როგორც Mother of Social Dragons, უკვე არაერთი წელია, ბრენდებს ინსტაგრამის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ეხმარება. მისი მთავარი სასაუბრო თემა პერსონალური ბრენდინგი იყო.
ასეთ კონფერენციებზე ბევრს ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე და ხელოვნურ ინტელექტზე. ვსაუბრობთ ბრენდებზე, თუმცა მათი ნაწილი, ხშირად, უსახოა. სინამდვილეში კი ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავშირები და ავთენტურობა, ამიტომაც სოციალურ ქსელში წარმატებას ერთი რამ განაპირობებს — შეინარჩუნო ადამიანურობა — თქვა დოთ ლანგმა.
მისი თქმით, ადამიანების ცხოვრებაში პერსონალური ბრენდინგი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, იქამდეც კი, სანამ ციფრული პლატფორმები, Facebook ან Instagram შეიქმნებოდა, რადგან ესაა რეპუტაცია. სოციალურ ქსელში კი შეგიძლია, შექმნა იდენტობა, რომელიც შენს ავთენტურ მხარეებს საუკეთესოდ გამოხატავს - სწორედ ამას ასწავლის სხვებს სოციალური დრაკონების დედა.
ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში — რა არის შემდეგ?
ეს ერთ-ერთი პანელური დისკუსიის სახელწოდება იყო, რომელიც Touch.Point-ზე გაიმართა და რომელშიც Google-ის, Uncloudy & Co-ს, CopySight AI-ს და Volvo Cars-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პანელის მოდერატორი მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
პანელურ დისკუსიაზე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას მოახდენს GenAI მარკეტინგზე და რა რისკები და გამოწვევებია ამ მიმართულებებით. პანელის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ GenAI ფუნდამენტურად შეცვლის მარკეტინგის ხელსაწყოებს და ძალიან დიდ გაუმჯობესებებს მოიტანს მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებისას. რაც შეეხება რისკებს, პანელისტებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ საჭიროა ამ ახალი ტექნოლოგიის სწორად ათვისება და გამოყენება, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა არ დაუკარგოს მარკეტინგს ადამიანური მხარე, — განმარტა მიხეილ ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, GenAI ტალღა მომდევნო წლებში ისევე დრამატულად შეცვლის ყოველდღიურობას, როგორც ეს, თავის დროზე, ინტერნეტმა მოახერხა.
ეს ცვლილებები ძალიან სწრაფად განხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მარკეტინგის სპეციალისტები მუდმივად თვალს ადევნებდნენ ახალ GenAI ხელსაწყოებს და ითვისებდნენ მას. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ ერთი მხრივ დარჩნენ კონკურენტუნარიანი ბაზარზე, ხოლო მეორე მხრივ, დრამატულად გაზარდონ თავიანთი პროდუქტიულობა, რუტინული საქმე ავტომატური გახადონ და მეტი დრო დაიტოვონ შემოქმედებითი საქმიანობისთვის, — განაცხადა მიხეილ ნადარეიშვილმა.
მონაცემებზე დაფუძნებული ოსტატობა
პანელურ დისკუსიაზე — მონაცემებზე დაფუძნებული ოსტატობა: აუდიტორიის სეგმენტაციისა და ტარგეტირების ინოვაციური მიდგომები სხვადასხვა ინდუსტრიაში — Bolt-ის, Veli.store-ისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა მონაცემთა ანალიტიკაზე ისაუბრეს.
ჩვენ მიმოვიხილეთ ის, თუ რა როლი აქვს მონაცემთა ანალიტიკას მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის დროს. მარკეტერები მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება დაბალი დანახარჯით მისწვდნენ მაქსიმალურად ზუსტ აუდიტორიას. ამისათვის კი ყველანაირ ციფრულ მონაცემებსა და არხებს იყენებენ, რაც მათ სამიზნე აუდიტორიების გამოყოფასა და სწორ სივრცეში სწორი კონტენტით კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. აქედან გამომდინარე, პანელზე ვისაუბრეთ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერზე, პლატფორმაზე, რომელიც ერთი მხრივ, ბიზნესს საშუალებას აძლევს, გააანალიზოს ტრანზაქციული მონაცემები და დაინახოს, თუ რა ქცევით ხასიათდება მისი მომხმარებლები, მეორე მხრივ კი მარკეტერებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან კამპანიები საბანკო არხებში და მისწვდნენ მომხმარებლებს, რომლებიც მსგავსი პროდუქტებით არიან დაინტერესებული, — განმარტა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელმა.
Touch.Point-ზე კიდევ არაერთი საინტერესო გამოსვლა, პანელური დისკუსია თუ ვორკშოპი ჩატარდა. მოვისმინეთ ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ლოკალური ტრენდების გათვალისწინებას რეკლამების შექმნისას, დაანონსდა არაერთი სიახლეც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი კი იყო ის, რომ დღეს ადამიანები მეტად ენდობიან ბრენდებს, ვიდრე ოდესმე, შესაბამისად, მათ სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი აკისრიათ, რომლის სწორად გამოყენებით, ბიზნესები საკუთარ მომხმარებლებს უახლოვდებიან და რელევანტურობას ინარჩუნებენ.
-
ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები
გადახედვა
-
რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი" რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი"
გადახედვა
-
კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ
გადახედვა
-
The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა The Guardian: მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია 2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა
გადახედვა
-
კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
-
კახა კალაძე: ტრამპის მთავარი დაპირებები იყო უკრაინაში ომის დასრულება და "დიფ სთეითის" დამარცხება, დღეს "არც ერთია, არც მეორე კახა კალაძე: ტრამპის მთავარი დაპირებები იყო უკრაინაში ომის დასრულება და "დიფ სთეითის" დამარცხება, დღეს "არც ერთია, არც მეორე
გადახედვა
-
საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან ნინო წილოსანი: ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან
გადახედვა
-
ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60 ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60
-
სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
გაეროს ანგარიში ადამიანის უფლებებზე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი გაეროს ანგარიში ადამიანის უფლებებზე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი
გადახედვა
-
საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია
-
რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა
გადახედვა
-
PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე? ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე?
-
SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის" SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის"
გადახედვა
კომენტარები