ბელა სუონი კარგი პერსონაჟია — აი, რატომ
"მე მიყვარს ღამე. სიბნელის გარეშე ხომ ვარსკვლავებს ვერასდროს დავინახავდით", — ამბობს ბინდის მთავარი პერსონაჟი ბელა სუონი.
ფოტო: Summit Entertainment
"პასიური, უინტერესო, მოუქნელი", — ამ და სხვა ნეგატიურ დახასიათებებს ინტერნეტფორუმებზე ხშირად შეხვდებით, როცა ბინდის საგის მთავარ გმირზე, ბელა სუონზე, საუბრობენ.
ამერიკელი მწერლის, სტეფანი მეიერის, ბინდის საგა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიაა. მსოფლიოში ამ წიგნების 160 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ჰოლივუდმა კი ამბის მიხედვით 5 ბლოკბასტერი გადაიღო, რომელთა საერთო შემოსავალმა $3,3 მილიარდს გადააჭარბა.
პოპულარობის მიუხედავად, ბინდის საგას წლების განმავლობაში კრიტიკა არ მოჰკლებია. წიგნებს უწუნებდნენ ყველაფერს — სიუჟეტით დაწყებული, თხრობის სტილით დამთავრებული. მაგრამ კრიტიკა ყველაზე მეტად საგის პროტაგონისტს, ბელას, მიემართებოდა, რომელმაც, ბევრი დადებითი თვისების მიუხედავად, მკითხველთა ნაწილს თავი ვერ მოაწონა.
არადა, ავად თუ კარგად, პერსონაჟი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახეა თანამედროვე მოზარდულ (Young Adult) ლიტერატურაში. მეტიც, როგორც ამბავმა, ასევე ბელა სუონმა, ამ ჟანრის სამომავლო ტენდენციებზეც მოახდინეს გავლენა.
გაფრთხილება: სტატიაში შეხვდებით სპოილერებს ბინდის საგიდან
უანგარო სიყვარული და თავდადება
ფოტო: Summit Entertainment
მოდით, საუბარი ჯერ ბელას დადებით თვისებებზე დავიწყოთ. საგის პირველივე თავში ვიგებთ, რომ პერსონაჟი, რომელიც მშობლების გაშორების შემდეგ დედასთან იზრდებოდა, მამასთან, სხვა შტატში გადადის საცხოვრებლად, რათა დედამისს პირად ცხოვრებაში ხელი არ შეუშალოს. მეტიც, დედამისის ბედნიერებისთვის იგი ალბათ თავის წილ ბედნიერებასაც თმობს, რადგან ფორკსს, სადაც ცხოვრების გაგრძელებას აპირებს, ვერასდროს იტანდა.
მოკლედ, თავიდანვე ვხედავთ რომ ბელა უანგარო და მზრუნველი ადამიანია. პირველი წიგნის დასასრულს კი იმასაც ვიგებთ, საყვარელი ადამიანისთვის თავის გაწირვაზეც დაუფიქრებლად თანხმდება. თუმცა, გამბედაობისა და თავდადების გარდა, ბელას სხვა თვისებებიც გამოარჩევს — პასუხისმგებლობის გრძნობა და ემპათიის უნარი, მათ შორის. იმის მიუხედავად, რომ მშობლებთან საერთოს პოვნა უჭირდა, ახალ სკოლაში კი აბეზარი თაყვანისმცემლებიც ჰყავდა, ცდილობდა, სხვის მდგომარეობაში შესულიყო, საკუთარი თავი შორიდან დაენახა და შესაბამისად ემოქმედა. იგი მაინც პოულობდა დროს ჩარლისთან გასაუბრებისთვის, რენეს მეილებზე საპასუხოდ და მაიკ ნიუტონისთვის მცირედი ყურადღების დასათმობად.
სამაგალითო პერსონაჟი? რა თქმა უნდა, არა
ფოტო: Summit Entertainment
სტეფანი მეიერს ხშირად იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ მოზარდებისთვის ცუდი მაგალითის მიმცემი პერსონაჟი შექმნა. რეალურად კი, ბელა სუონი არც ყოფილა ჩაფიქრებული სამაგალითო პერსონაჟად. ავტორის განზრახვით, ის ერთი ჩვეულებრივი მოზარდი გოგო უნდა ყოფილიყო, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, მომავლის გაურკვეველი გეგმებით და ამ გაურკვევლობაში უეცრად შემოჭრილი ძლიერი, პირველი სიყვარულით.
კრიტიკოსებს სწორედ ეს ავიწყდებათ ხოლმე — ბინდი უმთავრესად რომანტიკული ნაწარმოებია და შესაბამისი ელემენტების მიუხედავად, ფენტეზის ჟანრში ყოფნაზეც არ აქვს პრეტენზია. მწერალმა კი, რომელიც ადრეული ასაკიდანვე ბრონტეებისა და ჯეინ ოსტინის რომანებით იყო გატაცებული, თითქოს ნაცნობი ფაბულა სულ სხვაგვარად წარმოგვიდგინა. გოთიკური ლიტერატურის დედოფლად წოდებული ენ რაისი სწორედ იმას ამბობდა, რომ ბინდი იდეურად ჯეინ ეარს უკავშირდება: "ახალგაზრდა, მგრძნობიარე მთავარი პერსონაჟი ქალი, რომელსაც თავისზე უფროსი და საშიში ვიღაც უყვარდება, ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით მფარველ ფიგურად გვევლინება".
აღსანიშნავია, რომ ბელაც, თავის მხრივ, კლასიკური ინგლისური ლიტერატურის მოტრფიალეა და თანამედროვეობაზე მეტად სწორედ იმ ხანის დამოკიდებულებები ხიბლავს. ამდენად, გასაკვირი არაა, რატომ იპოვა ამდენი საერთო ედვარდთან, რომელიც პირდაპირ წინა საუკუნიდან გადმოსული რომანტიკოსია.
შფოთვა და მიჯაჭვულობა
ფოტო: Summit Entertainment
ზემოთ ვთქვით, ბელას თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები ჰქონდაო; მართალია, მის სისუსტეებზე ბევრს საუბრობდნენ, არავის გაუმახვილებია ყურადღება გამომწვევ მიზეზებზე. ყველაზე მეტად კი მხედველობიდან ბელას მენტალური მდგომარეობა გამორჩათ — პერსონაჟში შფოთვითი აშლილობის სხვადასხვა ფორმა იყრის თავს: სოციალური ფობია, აკვიატებული და შემაწუხებელი ფიქრები. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრდება საგის მეორე და მომდევნო წიგნებში, როცა სიკვდილს გადარჩენილი გმირი თავს წინანდელზე დაუცველად გრძნობს — განსაკუთრებით, პარტნიორის მხრიდან მიტოვების შემდეგ.
მკვლევრები მონიკა რაქმატი და თეოფილუს ჯ. რიანტო 2013 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში განიხილავენ სერიის მეორე წიგნში ბელას შფოთვის გამოხატულებებს. როგორც ისინი წერენ, ახალ მთვარეში პერსონაჟი თავის შფოთვასთან გასამკლავებლად ოთხ სხვადასხვა დაცვით მექანიზმს იყენებს: უარყოფა, სუბლიმაცია, ასოციალური ქცევა და ფიქსაცია. ამის მაგალითებს წიგნის სხვადასხვა მონაკვეთში ვხვდებით — კალენების ფორკსიდან წასვლის შემდეგ, ბელას ჯერ რეალობას უარყოფს, შემდეგ კი ასოციალური ქცევით (მოტოციკლის ჩქარა ტარებით, კლდიდან გადმოხტომით) ცდილობს, პრობლემებს გაექცეს და ისიამოვნოს.
ეჭვგარეშეა, რომ ბელას ამგვარ მდგომარეობამდე მისვლის ერთ-ერთი მიზეზი მიჯაჭვულობის სახიფათო ტიპია. ეს კი პერსონაჟის წარსულში მომხდარ ამბებს შეიძლება დავუკავშიროთ, თუნდაც მშობლების დაშორებას ადრეულ ასაკში. ბელასთვის ხომ ტრავმული აღმოჩნდა განშორება არა მხოლოდ ედვარდთან, არამედ კალენებთანაც — მის მეორე და უფრო საიმედო ოჯახთან.
არ შეიძლება არ აღინიშნოს სცენა ახალი მთვარის ეკრანიზაციიდან (რეჟისორი კრის უაიცი), რომელმაც ბელას მენტალური მდგომარეობა უსიტყვოდ, მძაფრად, გასაოცარი კინემატოგრაფიული ოსტატობით გადმოსცა.
რადგან ურთიერთობებს შევეხეთ, უნდა ვახსენოთ ჯეიკობ ბლექიც. პერსონაჟმა, რომელიც უფრო აქტიურად საგის მეორე წიგნში გამოჩნდა, ზოგიერთის აზრით, სასიყვარულო სამკუთხედი შეკრა. თუმცა, ასე არ ყოფილა. ბელას ჯეიკობისადმი რომანტიკული გრძნობები ნაკლებად ჰქონდა — ამას ისიც ადასტურებს, რომ თხრობისას რამდენჯერმე მოიხსენიებს მას საუკეთესო მეგობრად. ბელას დიდი სამეგობრო წრე არასდროს ჰყოლია და გასაკვირი არაა, რომ მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი (თუ მაქცია) ის აღმოჩნდა, ვინც განშორების ტკივილი შეუმსუბუქა. ამის გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ჯეიკობთან დაახლოებაც დაცვითი მექანიზმი უფრო იყო, ვიდრე გააზრებული გადაწყვეტილება. ხოლო ამის შემდეგ რაც მოხდა — მათ შორის, კოცნა დაბნელებაში — იყო ასევე დაუფიქრებლად გადადგმული ნაბიჯი იმ ერთგული მეგობრის შესანარჩუნებლად, რომლისთვისაც საპასუხო გრძნობა ბელას არასდროს ჰქონია.
გარდაქმნა
ფოტო: Summit Entertainment
ბელას პერსონაჟი წიგნიდან წიგნამდე ვითარდება, იზრდება და ძლიერდება. ახლობლების დასაცავად რომ სიმამაცე არ აკლდა, ეს თავიდანვე ჩანს, თუმცა, მოგვიანებით იგი საკუთარი თავის დაცვას და პრინციპულობასაც სწავლობს. იგი დაჟინებით მოითხოვს ვამპირად გარდაქმნასაც, მიუხედავად იმისა, რომ ედვარდი ამის წინააღმდეგია.
თუმცა, საბოლოოდ, ბელა ყველაზე დიდ ტრანსფორმაციას სწორედ მაშინ განიცდის, როცა ვამპირად იქცევა. ფიზიკურ სიძლიერეზე რომ არაფერი ვთქვათ, იგი იძენს "გონებრივი ფარის" შექმნის ზებუნებრივ უნარსაც. ამდენად, უკვე თავად ხდება პარტნიორის და ახლობლების დამცველი.
სხვათა შორის, ბელას პერსონაჟის ამგვარი გარდაქმნა სიმბოლურად აისახა საგის ბოლო წიგნის, განთიადის, ყდაზე, რომელზეც ჭადრაკის ორ ფიგურას, პაიკს (ძველი ბელა) და ლაზიერს (ახალი ბელა) ვხედავთ.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია
გადახედვა
-
"ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი "ოცნება" გრანტებთან დაკავშირებით კანონს ამკაცრებს — წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი
გადახედვა
-
არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი
გადახედვა
-
სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე [გრენლანდიაზე] ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე [გრენლანდიაზე] ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად
გადახედვა
-
ხელოვნურმა ინტელექტმა 800-ზე მეტი "კოსმოსური ანომალია" გამოავლინა ხელოვნურმა ინტელექტმა 800-ზე მეტი "კოსმოსური ანომალია" გამოავლინა
გადახედვა
-
CSIS: რუსეთ-უკრაინის ომში საერთო ადამიანურმა დანაკარგმა, შესაძლოა, 2026 წლის გაზაფხულზე 2 მლნ-ს გადააჭარბოს CSIS: რუსეთ-უკრაინის ომში საერთო ადამიანურმა დანაკარგმა, შესაძლოა, 2026 წლის გაზაფხულზე 2 მლნ-ს გადააჭარბოს
გადახედვა
-
RFE/RL: ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა RFE/RL: ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის მშობლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა
გადახედვა
-
თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა
გადახედვა
-
ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის შესახებ შექმნილი საგანმანათლებლო მასალები ხელმისაწვდომია სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის შესახებ შექმნილი საგანმანათლებლო მასალები ხელმისაწვდომია სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის
-
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია. ჩვენ გვადარდებს 2 რამ: არ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და არ დააზიანონ ევროკავშირი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია. ჩვენ გვადარდებს 2 რამ: არ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და არ დააზიანონ ევროკავშირი, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით
გადახედვა
-
დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია. ერთადერთი კითხვა ჩნდება, რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩი დანიშნა, რაც მისასალმებელია. ერთადერთი კითხვა ჩნდება, რა შეიცვალა? საქართველოს თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია
გადახედვა
-
აშშ-ში დიდთოვლობის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში დიდთოვლობის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება, ვინაიდან კონგრესმენების მრჩევლები არიან ჩამოსული — პაპუაშვილი კონგრესის თანამშრომელთა ვიზიტზე ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება, ვინაიდან კონგრესმენების მრჩევლები არიან ჩამოსული — პაპუაშვილი კონგრესის თანამშრომელთა ვიზიტზე
გადახედვა
-
საქართველოში, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება
გადახედვა
-
"ახლა ისე მელაპარაკებიან, თითქოს ტვინი მქონდეს" — კრისტენ სტიუარტი რეჟისორობაზე "ახლა ისე მელაპარაკებიან, თითქოს ტვინი მქონდეს" — კრისტენ სტიუარტი რეჟისორობაზე
გადახედვა
-
ბირთვული ომი, სინთეტიკური სიცოცხლე, კლიმატის ცვლილება — მეცნიერები გლობალურ საფრთხეებზე გვაფრთხილებენ ბირთვული ომი, სინთეტიკური სიცოცხლე, კლიმატის ცვლილება — მეცნიერები გლობალურ საფრთხეებზე გვაფრთხილებენ
გადახედვა
-
"ჩავხედე ამინდის პროგნოზს ვაშინგტონში და მზიანი, უნალექო ამინდია" — შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე მოსმენის უამინდობის გამო გადადებაზე "ჩავხედე ამინდის პროგნოზს ვაშინგტონში და მზიანი, უნალექო ამინდია" — შალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე მოსმენის უამინდობის გამო გადადებაზე
გადახედვა
-
ვაიზერი საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს ვაიზერი საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
-
შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებად ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს.
გადახედვა

კომენტარები