ცენზურა 451° ფარენჰაიტის გარეშე — ანუ რატომ ებრძვიან საქართველოში წიგნებს
ფოტო: On.ge
რეი ბრედბერის 451° ფარენჰაიტით ერთ-ერთ პირველი ნაწარმოებია, რომელიც წიგნების წინააღმდეგ ბრძოლაზე მახსენდება. როცა ეს წიგნი ბავშვობაში პირველად წავიკითხე, მისი შინაარსით გაოცებული დავრჩი: როგორ შეიძლება არსებობდეს სამყარო, რომელშიც წიგნებს წვავენ? რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ასეთი სამყარო არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ წიგნების დასაწვავად გამზადებულ ცეცხლს ფიზიკურად ვერ ვხედავთ. თუმცა ის ფაქტი, რომ ცეცხლი თვალით უხილავია, ცენზურით გამოწვეული დამწვრობის ტკივილს ნამდვილად ვერ ანელებს.
სოციალურ ქსელებში ცალკეული წიგნით აღშფოთებული ადამიანების პოსტები აქამდეც არაერთხელ შემხვედრია, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო გააქტიურდა. თავდაპირველად საზოგადოება მაკდონალდსის მიერ გამოშვებული ელტონ ჯონის ბროშურით აღშფოთდა, რომელშიც ნახსენები იყო, რომ მუსიკოსს ქმარი ჰყავს. საპატრიარქოსა და მმართველი ძალის ჰომოფობიური კომენტარებით წახალისებულმა ადამიანებმა მაკდონალდსი "ლგბტ პროპაგანდაში" დაადანაშაულეს.
ამ ბრალდებებს საზოგადოების ის ნაწილი დაეთანხმა, რომელიც თვლის, რომ ქვიარ ადამიანების ბრძოლა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისთვის "ლგბტ პროპაგანდაა". კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თურმე, სურვილი, რომ ადამიანი საკუთარ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს და საკუთარი უფლებებით შიშის გარეშე სარგებლობდეს, ბევრს პროპაგანდა ჰგონია. სწორედ ამ მოსაზრების მომხრეები თვლიან "უდიდეს საფრთხედ" ბავშვებისთვის იმის თქმას, რომ ელტონ ჯონს ქმარი ჰყავს, მიზეზად კი ხშირად იმას ასახელებენ, თითქოს ქვიარ ადამიანებზე ინფორმაციის მიღებას ადამიანის ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა შეუძლია — რა თქმა უნდა ყველანაირი მყარი არგუმენტისა თუ სანდო კვლევის დასახელების გარეშე.
მალე იმავე ბრალდებებითა და "ქართველი დედების" სახელით რამდენიმე ადამიანი სულაკაურის გამომცემლობაში მივარდა. გამომცემლობას შარლ პეროს ერთ-ერთი ზღაპრისა და წიგნის ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის "ლგბტ პროპაგანდაში" ადანაშაულებდნენ და ლანძღავდნენ. ეს ქმედებები მმართველმა ძალამაც წაახალისა — ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა "ლგბტ პროპაგანდაზე" და ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა. მან ამავე კონტექსტში ახსენა და "პროპაგანდაში" დაადანაშაულა სულაკაურის გამომცემლობაც.
სხვა დროს, ალბათ, გამეცინებოდა, რომ მე-17 საუკუნის მეზღაპრეს "ლგბტ პროპაგანდას" აბრალებენ და ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანს ბავშვისთვის წიგნის შინაარსის სწორად ახსნას მისი — პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით — დაწვა ურჩევნია, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ირონიული ღიმილის დრო არაა. რამდენიმე თვის წინ რუსული კანონის შემოღების მცდელობა, ახლა კი კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები ჩემთვის ცენზურის საფრთხეზე მიუთითებს.
როცა სიტყვის თავისუფლებას ეხებიან, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებასა და საქართველოს ევროპულ მომავალს ეხებიან.
ცენზურის შესახებ შიში სულაკაურის გამომცემლობის დირექტორმა, თინა მამულაშვილმაც, დამიდასტურა, რომელსაც ბოლო პერიოდში გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებული სიძულვილის კამპანიის შესახებ გავესაუბრე.
თინა მამულაშვილის თქმით, გამომცემლობის მიმართ გაჟღერებული ცრუ ბრალდებები მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა არამხოლოდ წიგნების შინაარსის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ეს წიგნები 3 წელია, გაყიდვაში აღარაა. თინა მამულაშვილი თვლის, რომ ეს მხოლოდ ერთი გამომცემლობის წინააღმდეგ ბრძოლა არაა და მიმდინარე მოვლენები ცენზურის დაკანონებისთვის საფუძველს ამზადებს, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს.
"ესაა ცრუ ბრალდებები, რადგან ამ წიგნებში 'ლგბტ პროპაგანდა' არაა და ვერც შეიძლება იყოს. საუბარია 1695 წელს გამოცემულ ზღაპარზე. როგორ უნდა იყოს შარლ პეროს ზღაპარში 'ლგბტ პროპაგანდა'? უნდათ, ამ გზით კიდევ ერთხელ ჩაგვიკეტონ ევროპული მომავალი. თუ ამ კანონს მიიღებენ, რეალურად საქართველოს ევროპულ საზოგადოებაში აღარავინ აღარ მიიღებს. ჩვენს ქვეყანას უარს ეტყვიან სტატუსის მინიჭებაზე. ცენზურის დაანონსებით, ფაქტობრივად, დიქტატურას აანონსებენ".
ცენზურის დაანონსებით, ფაქტობრივად, დიქტატურას აანონსებენ.
თინა მამულაშვილი თვლის, რომ მსგავსი ბრალდებებით მმართველი ძალა რუსული კანონის შემოღებასა და ცენზურის დაწესებას ცდილობს. რადგან ხალხმა რუსულ კანონს ერთხელ უკვე უარი უთხრა, ამჯერად მათ მანიპულაციას სენსიტიური თემით ცდილობენ, რომლის მიმართაც საზოგადოების ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
ამასთან ერთად "ლგბტ პროპაგანდის" საკანონმდებლო მოწესრიგებაზე საუბარი და ამ მოტივით სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა, თინა მამულაშვილის აზრით, ქვეყნის რეალური პრობლემებისგან აქცენტის გადატანასაც ემსახურება:
"ბავშვებს წამალი რომ სჭირდებათ, საკვები რომ სჭირდებათ, ჯანდაცვა რომ შავ დღეშია, განათლება რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია, ამაზე არ ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ 'ლგბტ პროპაგანდის' აკრძალვაზე, თითქოს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ეგ იყოს".
თინა მამულაშვილმა ჩემთან საუბრისას ქართულ კინოს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ცენზურის დაკანონება მხოლოდ ერთ გამომცემლობას კი არა, ხელოვნების სხვა სფეროებს, მედიას და ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხება, რადგან "ლგბტ პროპაგანდის" მიღმა რეალურად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის სურვილი იმალება.
"წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, ეს კანონი რომ მიიღონ? 'ლგბტ პროპაგანდას' გამოიყენებენ საბაბად, რომ შეზღუდონ ჩვენი სიტყვის თავისუფლება. ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არაა ერთი გამომცემლობის პრობლემა. ამის უკან დგას გამიზნული ქმედება, მიიღონ კანონი, რომელიც შეზღუდავს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას.
თუ რაიმე მონაპოვარი აქვს დამოუკიდებელ საქართველოს, ესაა სიტყვის თავისუფლება. როცა სიტყვის თავისუფლებას ეხებიან, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და საქართველოს ევროპულ მომავალს ეხებიან".
შეიძლება თვლიდეთ, რომ საზოგადოების ნაწილის მიერ წიგნების აბსურდული მიზეზით აკრძალვის მოთხოვნა, გამომცემლობაში მივარდნა, კინოცენტრის რეორგანიზაცია, მთავრობის წარმომადგენლების ჰომოფობიური გზავნილები და სხვა პატარა "ნაპერწკლები" სინამდვილეში არაფერს ნიშნავს და თქვენს ყოველდღიურობას არ ეხება. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნაპერწკალი მარტივად შეიძლება იქცეს ცეცხლად, რომელსაც მხოლოდ წიგნებისა და ფილმების კი არა, თითოეული ჩვენგანის თავისუფლების დაწვა შეუძლია.
-
ირაკლი კობახიძე: "ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი" ირაკლი კობახიძე: "ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი"
გადახედვა
-
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს
გადახედვა
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა

კომენტარები