უკრაინა ძლიერი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა
ფოტო: Shutterstock
სამშაბათს ძლიერმა კიბერთავდასხმამ არაერთი კომპანია დააზარალა რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში, თუმცა განსაკუთრებული ზიანი მიადგა უკრაინის ელექტრონულ სისტემებს.
ვირუსმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის, სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ბანკების კომპიუტერები დააზარალა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა უკრაინის ენერგოგამანაწილებელი სახელმწიფო კომპანიაც, შეფერხებულია მეტროსა და აეროპორტების მუშაობა.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა პავლო როზენკომ თავის „ტვიტერის“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ვირუსით დაზიანებული კომპიუტერის ჩაბნელებული ეკრანი ჩანდა. ფოტოს მინაწერში კი ამბობდა, რომ მინისტრთა კაბინეტის სამუშაო კომპიუტერები ახლა ამ მდგომარეობაშია და უკრაინა კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა.
ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია არაერთი სხვა უკრაინული კომპანიის და ბანკის შესახებაც, რომელთა მუშაობაც ასევე შეფერხებულია მსგავსი პრობლემების გამო.
კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა ქვეყნის სახელმწიფო ენერგოგამანაწილებელი სისტემაც. „უკრენერგოში“ ამბობენ, რომ მათი სისტემა დაზიანდა, მაგრამ საფრთხე არ შექმნია ენერგო მარაგებსა და დისტრიბუტორის უფრო მსხვილ ოპერაციებს.
უკრაინის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებით, კომპიუტერული სისტემები „უცნობმა ვირუსმა“ დააზიანა და ამის გამო ბანკებს სირთულეები აქვთ კლიენტთათვის ჩვეულებრივი სერვისის შეთავაზებისას, და ზოგიერთი საბანკო ოპერაციის განხორციელებისას. თუმცა კონკრეტული კომპანიები თავიდან არ დასახელებულა.
„ცენტრალური ბანკი დარწმუნებულია, რომ საბანკო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სისტემა კიბერთაღლითობების წინააღმდეგ მდგრადია და ბანკების IT სისტემებზე კიბერ თავდასხმების მცდელობები ნეიტრალიზირებული იქნება“, - ვკითხულობთ უკრაინის ცენტრალური ბანკის განცხადებაში, რომელიც პირველი ოფიციალური გამოხმაურება იყო მომხდარის შემდეგ.
უკრაინის მთავრობის ვებ-გვერდები ჰაკერთა მსხვერპლი აქამდეც რამდენჯერმე გახდა, რის შემდეგაც კიბერუსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.
ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო კრედიტორის, „ოსჩადბანკის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ „კიბერთავდასხმის მცდელობის“ გამო მათი ზოგიერთი სერვისი დაზარალდა, მაგრამ კლიენტთა მონაცემები გარანტირებულად დაცულია.
უკრაინა ქვეყანაზე განხორციელებულ წინა კიბერთავდასხმებში რუსეთს ადანაშაულებდა. მათ შორის ერთი იყო 2015 წლის ბოლოს ენერგო-სისტემაზე მიტანილი კიბერიერიში, რამაც დასავლეთ უკრაინის ნაწილი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. თუმცა რუსეთი ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას უარყოფდა.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტები რუსეთს ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძალად მიიჩნევენ.
უკრაინული გამოცემა „კიევ-პოსტის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ამ თავდასხმის მოწყობაშიც რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს იყო „ქრიფტოლოქერი“ – „ვონაქრაი“-ის მსგავსი ვირუსი. ამ უკანასკნელმა მაისში 150-ზე მეტ ქვეყანაში 200 000-ზე მეტი კომპიუტერი დააზიანა. ვირუსი ამ კომპიუტერებში დაცულ მონაცემებს ბლოკავს და აკონტროლებს, სანამ თითოეული მათგანიდან კონკრეტული რაოდენობის თანხა არ ირიცხება. ამ ვირუსმა სერიოზული ზიანი მიაყენა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას.
„ამ თავდასხმის მიზანი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციაა“, - დაწერა გერაშჩენკომ „ფეისბუქ“ პოსტში, სადაც ასევე დასძინა, რომ ეს თავდასხმები სავარაუდოდ რუსეთიდან მოდის.
„ეს არის ძალიან დიდი კიბერთავდასხმა უკრიანულ კომპანიებზე, ბანკებზე, მედიაზე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებზე, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის დაზვერვის სამსახურების მიერ და ეს მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ჰიბრიდული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრიანის წინააღმდეგ აწარმოებს“, - განაცხადა გერაშჩენკომ ერთ-ერთი უკრიანული ტელევიზიის ეთერში.
„ეს არის ძალიან დიდი კიბერთავდასხმა უკრიანულ კომპანიებზე, ბანკებზე, მედიაზე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებზე, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის დაზვერვის სამსახურების მიერ და ეს მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ჰიბრიდული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრიანის წინააღმდეგ აწარმოებს“.
მისი თქმით, თავდასხმა კომპიუტერულ ვირუსს ჰგავს, რომელიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში იტვირთებოდა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების კომპიუტერულ სისტემებში.
„კომპიუტერებში წინასწარ შეყვანილი ვირუსი დღეს გააქტიურდა. ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდნარეობს, ვფიქრობ, სპეციალური სამსახურები, კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი და პოლიცია მალე გააკრვევენ, როგორ შეაღწია ამ ვირუსმა ჩვენს კომპიუტერებში და ვიპოვით გზას, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა“, - განაცხადა გერაშჩენკომ.
უკრიანის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა კი დღევანდელ თავდასხმას უკვე უწოდა „უპრეცედენტო“, თუმცა განმარტა, რომ საკვანძო მნიშვნელობის IT სისტემეები არ დაზარალებულა.
„ჩვენი IT ექსპერტები იცავენ სტრატეგიულ ინფრასტუქტურას, მნიშვნელოვანი სისტემები არ დაზარალებულა“ - დაწერა მან “ფეისბუქის“ გვერდზე.
სხვადასხვა ცნობებით, შეფერხებულია მუშაობა კიევის ბორისპილის საერთაშორისო აეროპორტებშიც, მეტროს სისტემაში ბარათით გადახდის სისტემა არ მუშაობს, შეზღუდულია ავტო-გასამართი სადგურების რამდენიმე ქსელისა და ფოსტის ფუნქციონირება. დღის ბოლომდე ყველა კომპიუტერი გათიშა „კიივსტარმაც“. „უკრტელეკომმა“ დაადასტურა, რომ მათი კომპიუტერები ვირუსმა დააზიანა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, „სბერბანკი“, „უკრსოტსბანკი“, „უკრგასბანკი,OTP ბანკი და „პრივატ ბანკი“ ასევე დაზარალდნენ.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დღესვე კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა ბრიტანეთიც. ბრიტანული WPP - უდიდესი მულტინაციონალური სარეკლამო და პიარკომპანია ერთ-ერთია იმ დიდ კორპორაციებს შორის, რომელთა ოპერაციებიც მნიშვნელოვნად შეფერხდა.
BBC-ის ცნობით კი, დაზარალდნენ რუსული ნავთობგიგანტი „როსნეფტი“ და დანიის უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია A.P. Moller-Maersk-ი, რომელთაც პრობლემები აქვთ ინგლისსა და ირლანდიაში მდებარე ოფისებშიც კი. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კიბერთავდასხმის გამო „მაერსკის“ IT სისტემები დაზიანებულია არაერთ სხვადასხვა ლოკაციაზე, ვაგრძელებთ მდგოამრეობის შეფასებას, რათა დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების, ჩვენი ოპერაციებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება“, - ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ „ტვიტერის“ ანგარიშზე. მათ დაადასტურეს, რომ ბიზნესის ყველა მიმართულებითაა შექმნილი შეფერხებები, როგორც სათაო ოფისში ისე, საზღვარგარეთ მიმდინარე ოპერაციებზეც.
ესპანური მედიასაშუალებები კი იტყობინებიან, რომ თავდასხმამ ასევე დააზიანა ისეთი მსხვილი მულტინაციონალური კომპანიების ოფისები, როგორებიცაა კვების სფეროს გიგანტი „Mondelez“ და იურიდიული კომპანია „DLA Piper”. პრობლემები აქვს ფრანგული სამშენებლო მასალების კომპანია St Gobain-ის ქსელსაც.
ერთი საერთაშორისო კორპორაციის დაზარალებას ადასტურებს ნორვეგიის მთავრობაც, თუმცა მის სახელს არ ამჟღავნებს.
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
გადახედვა
კომენტარები