რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს ბრიტანეთში ცხოვრებას აუკრძალავენ
მილიარდერი უკვე თვეებია, არ გამოჩენილა პრემიერ ლიგის კლუბის ლონდონურ სტადიონზე, სტემფორდ ბრიჯზე.
ნაკლებად სავარაუდოა, 55 წლის რუს ოლიგარქსა და ჩელსის მფლობელს, რომან აბრამოვიჩს ოდესმე კიდევ მიეცეს ბრიტანეთში ცხოვრების შესაძლებლობა. გავრცელებული ცნობებით, საემიგრაციო მოხელეები ასრულებენ ინსტრუქციას, შეუძლებელი გახადონ დიდ ბრიტანეთში ცხოვრება აბრამოვიჩისთვის, რომელიც კენსიგტონის სასახლესთან 125 მილიონი ფუნტის ღირებულების ვილას ფლობს.
აბრამოვიჩის შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საქმეების განყოფილება განიხილავს.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს ბრიტანელმა პარლამენტარებმა, ალექსეი ნავალნიზე დაყრდნობით, რომან აბრამოვიჩი პუტინის "მიტაცების პოლიტიკის" მხარდამჭერი 35 ოლიგარქიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად დაასახელეს.
აბრამოვიჩი კატეგორიულად უარყოფს კრემლთან სიახლოვეს და "რაიმე ისეთი ქმედების ჩადენას", რაც მას უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე ბრიტანული სანქციების ქვეშ მოაქცევს.
- 2018 წელს რომან აბრამოვიჩი ისრაელის მოქალაქე გახდა, რამაც ბრიტანეთში მაქსიმუმ 6 თვის გატარების უფლება მისცა.
- რომან აბრამოვიჩის ქონება 8.4 მილიარდ ფუნტს შეადგენს.
- რომან აბრამოვიჩი არასდროს ყოფილა ბრიტანეთის მოქალაქე და ქონება რუსეთში, საბჭოთა კავშირის ნგრევისას დააგროვა.
- სამშაბათს, ლიბერალ-დემოკრატმა დეპუტატმა ლეილა მორანმა პარლამენტში წაიკითხა სია, რომელშიც აბრამოვიჩი სხვა ოლიგარქებთან ერთად მოხვდა, მათ შორის იყო არსენალის ინვესტორიც, ალიშერ უსმანოვი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა თავი შეიკავა მკაფიოდ ეთქვა, იქნება თუ არა აბრამოვიჩი სანქცირებულთა სიაში, თუმცა არ გამორიცხა, რომ სხვები იქნებიან.
"ჩვენ იმ ადამიანების გრძელი სია გვაქვს, ვინც რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში თანამონაწილეობს" - თქვა მან.
“თუ რუსეთი არ დაიხევს უკან თავისი ჯარით, ჩვენ შეგვიძლია ტემპერატურის მატება, და მეტი ბანკის, ელიტის და კომპანიისთვის დამიზნება"
"ეს არის პუტინისთვის ტკივილის მიყენება, რუსული ეკომინიკის და პუტინის ახლო წრის მიზანში ამოღება. ჩვენ ეს, რაც შეიძლება, მტკივნეულად უნდა გავაკეთოთ"
პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა გუშინ მოლაპარაკებები გამართა ქალაქის მაღალჩინოსნებთან, როგორ უნდა გამკაცრდეს სანქციები რუსულ ბიზნესებსა და კრემლთან კავშირში მყოფ პირებზე.
ჯონსონმა პარლამენტს უთხრა, რომ მთავრობა სანქციების შემდეგ ტალღას გეგმავს, რომელიც შეეხება "ყველა რუსულ ბანკს, ყველა ოლიგარქს, ყველა ინდივიდს, ვინც ფულს ბრიტანულ ბაზარზე შოულობს".
მინისტრები ასევე გეგმავენ, შეუწყვიტონ კრემლს სესხები ბრიტანული ფინანსური ბაზრიდან.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
კომენტარები