ჩეჩენი ბიზნესმენი, უმარ ჯაბრაილოვი, რომელიც ეფსტინის ფაილებში ფიგურირებდა, მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს
ჩეჩენი ბიზნესმენი, უმარ ჯაბრაილოვი, რომელიც ჯეფრი ეფსტინის პარტნიორ გიზლეინ მაქსველს თავის "მონათესავე სულს" უწოდებდა, მოსკოვის მდიდრულ აპარტამენტში გარდაცვლილი იპოვეს. მან თავი, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოიკლა, რაც მისი სახელი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ეფსტინის საქმეზე გამოქვეყნებულ უახლეს დოკუმენტებში აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.
ელექტრონული წერილები აჩვენებს, რომ იგი 2001 წელს მოსკოვში ჯეფრი ეფსტინის "მადამთან", გიზლეინ მაქსველთან შეხვედრას ცდილობდა. ცნობისათვის, მაქსველი ათწლეულების განმავლობაში ეფსტინის უახლოესი პარტნიორი იყო. გამოძიების თანახმად, ის იყო მთავარი ფიგურა ეფსტინის დანაშაულებრივ სქემაში — ეხმარებოდა ბიზნესმენს არასრულწლოვანი გოგონების მოძებნაში, გადაბირებასა და სექსუალური ექსპლუატაციისთვის მომზადებაში.
უმარ ჯაბრაილოვი
ფოტო: nypost
"ძვირფასო გიზლეინ, ლონდონიდან დავბრუნდი, ვგეგმავ მოსკოვში ყოფნას. ძალიან მინდა შენი ნახვა, მაგრამ ზუსტად უნდა ვიცოდე როდის ჩამოდიხარ, რადგან მინდა შენზე ვიზრუნო და დახვედრა დავაორგანიზო. საუკეთესო სურვილებით! უმარი," — ნათქვამია 2001 წლის 24 მაისით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში.
მაქსველმა მას მეორე დღესვე უპასუხა:
"უმარ, ვწუხვარ, რომ გასულ კვირას ვერ ჩამოვედით. გზიდან გადავუხვიეთ და საფრანგეთში აღმოვჩნდით. თუმცა, ჩვენ — მე, ჯეფრი და ტომი — მომავალ კვირას, პარასკევს ჩამოვალთ. იქ იქნები და შევძლებთ შეხვედრას? შემატყობინე. იმედია, კარგად ხარ"
მათი ურთიერთობის მასშტაბები ან ის, როგორ, რა ვითარებაში გაიცნეს ერთმანეთს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც სააგენტო East 2 West იტყობინება, მას შემდეგ რაც გიზლეინ მაქსველი ეფსტინისთვის არასრულწლოვანი გოგონების სექსუალურ ექსპლუატაციაში დახმარებისთვის დამნაშავედ ცნეს, ჯაბრაილოვი აცხადებდა, რომ მაქსველთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
"მე ვიცნობდი ეფსტინს. ის გიზლეინ მაქსველმა გამაცნო, რომელიც ჩემი მონათესავე სული იყო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ისინი პარტნიორები იყვნენ, რომ ის იმ გოგონების მოძებნაში იყო ჩართული, რომლებიც ახლა მთელ მედიაში არიან," — განაცხადა მან.
ჩეჩნეთში დაბადებული ჯაბრაილოვი ერთ დროს მოსკოვში სასტუმროს Radisson Slavyanskaya Hotel & Business Center-ს ფლობდა და სათავეში ედგა კომპანიას, რომელიც რუსულ სავაჭრო ცენტრებს ზედამხედველობდა.
უმარ ჯაბრაილოვი
ცოტა ხნის წინ ჯაბრაილოვის ეფსტინის ფაილებში გამოჩენაზე OC media-ც წერდა.
მათი ინფორმაციით, ჯაბრაილოვი 1958 წელს გროზნოში დაიბადა და რუსეთში ცნობილია, როგორც ბიზნესმენი და პოლიტიკური ფიგურა, ჩეჩნეთის ყოფილი წარმომადგენელი რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოში, ასევე ფილანთროპი და საზოგადო მოღვაწე. 2000 წელს ის რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, მაგრამ ხმების მხოლოდ 0,1% მიიღო.
2017 წელს ჯაბრაილოვი დიდ სკანდალში გაეხვა, როდესაც მოსკოვის კრემლთან მდებარე Four Seasons-ის სასტუმროს ლუქს-ნომერში პისტოლეტით ცეცხლი უმისამართოდ გახსნა და კედლებსა და ჭერს ესროდა. სროლა, სავარაუდოდ, სასტუმროს მომსახურებით უკმაყოფილებამ გამოიწვია. ბიზნესმენმა ნომერში საკვები შეუკვეთა, თუმცა ის მიმტანის ნაცვლად დამლაგებელმა მოიტანა სპეციალური ეტლით, რამაც, გავრცელებული ინფორმაციით, მილიონერი გააღიზიანა. ამის შემდეგ, მან ჭერის მიმართულებით სროლა დაიწყო და ადმინისტრაციის გამოძახება მოითხოვა. ჯაბრაილოვს 500 000 რუბლი (დაახლოებით 6 300 დოლარის) ჯარიმა დაეკისრა.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
კომენტარები