გივი თარგამაძე ამბობს, რომ მისი დაკავება რუსეთის დაკვეთაა
"მგონია, რომ [ეს გადაწყვეტილება] რუსეთის დაკვეთაა. გავიხსენოთ, ამაფეთქეს რუსებმა... მაქვს უფლება რომ მეგონოს" — ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მას ხელზე ბორკილები უკვე დაადეს.
"გავიმარჯვებთ აუცილებლად" — აღნიშნა მან.
"გავიმარჯვებთ აუცილებლად და ეს იქნება, ჩემი აზრით, უფრო მალე, ვიდრე მეგონა მეც აქამდე. […]
[რუსეთიდან საგამოძიებო სტრუქტურების შემოშვების სურვილი] მაგის სურვილი ჰქონდა თავის დროზე სოზარ სუბარს. ის ამბობდა, რომ, სამწუხაროდ, ვერ გადავცემთ [გივი თარგამაძეს რუს სამართალდამცველებს] იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს, რომელიც უკრძალავს საქართველოს სხვა ქვეყნისთვის ადამიანის გადაცემას, მაგრამ იქნებ შემოვუშვათ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი და აქ დაჰკითხონონ.
მგონია, რომ რუსეთის დაკვეთაა. გავიხსენოთ, ამაფეთქეს რუსებმა… მაქვს უფლება, რომ მეგონოს", — განაცხადა გივი თარგამაძემ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც. სხდომას თავად გივი თარგამაძე არ ესწრებოდა. პოლიტიკოსს 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
შეგახსენებთ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით, ხოლო კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ციხეში არიან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები — ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ციხეშია ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელსაც სხვა ბრალთან ერთად ამ საქმეზეც გამოუტანენ განაჩენს.
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
კომენტარები