TI: საქართველო ირანს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდება
ფოტო: TI
ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე ქართული ოცნება ურთიერთობას არადემოკრატიულ რეჟიმებთან აძლიერებს, მათ შორის, ანტიამერიკული პოლიტიკით გამორჩეულ ირანთან, — საქართველოსა და ირანს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე პუბლიკაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) აქვეყნებს.
სტატიას სრულად გთავაზობთ:
ქართული ოცნება ასეთ ქვეყნებს ამერიკის და ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ალტერნატივად განიხილავს. ეს საგარეო კურსი განსაკუთრებით აშკარა 2022 წლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა.
2024 წლის 22 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას დაესწრო, ხოლო 30 ივლისს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა, სადაც ისმოდა შეძახილები "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს".
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონთან კავშირების გამყარება ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მისი მე-14 მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ასევე, ხაზი გაუსვა ირანის მზადყოფნას, საქართველოს მსგავსად, გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად. ხოლო ირაკლი კობახიძის განცხადებით, ირანს აქვს მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული პოზიცია რეგიონში და მიესალმა ორ ქვეყანას შორის (ირანს და საქართველოს) ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მეგობრულ ატმოსფეროს.
2021 წელს ირანი, საქართველო და აზერბაიჯანი ახალი სატრანზიტო კორიდორის შექმნაზე შეთანხმდნენ. ახალ მარშრუტს სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის ერთმანეთთან დაკავშირება შეეძლება.
პოლიტიკურ დაახლოებასთან ერთად, ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ირანთან ვაჭრობა 3-ჯერ გაიზარდა, ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა, ირანის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები 5-ჯერ.
ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან
ვაჭრობა
2024 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ირანთან რეკორდულად მაღალი – 322 მლნ დოლარი იყო, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მეტია. ბოლო 2 წელში ირანთან ვაჭრობა 23%-ით გაიზარდა.
322 მლნ დოლარის სავაჭრო ბრუნვაში ქართული საქონლის ირანში ექსპორტი 37 მლნ დოლარი იყო, ხოლო ირანიდან საქონლის იმპორტი 285 მლნ დოლარი.
ირანიდან საქართველოს ძირითადად შავი ლითონები (142 მლნ დოლარი), სამშენებლო მასალები (46 მლნ დოლარი), პლასტმასის ნაწარმი (34 მლნ დოლარი) და საკვები პროდუქტები შემოდის (22 მლნ დოლარი). ბოლო 12 წელში იმპორტის 3-ჯერ ზრდა ძირითადად შავი ლითონების და სამშენებლო მასალების იმპორტის მატებამ განაპირობა.
ფოტო: წყარო: საქსტატი
ტურიზმი
მზარდია ირანიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს 146 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2012 წელზე თითქმის 2-ჯერ მეტია. ყველაზე მეტი – 291 ათასი 2018 წელს შემოვიდა. თუმცა, პანდემიის შემდეგ ირანიდან ტურიზმმა სწრაფად დაიწყო აღდგენა და 2023-2024 წლებში საშუალოდ 19%-ით იზრდებოდა.
2023 წელს ირანელმა ტურისტებმა საქართველოში 128 მლნ დოლარი დახარჯეს.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში საქართველოში საცხოვრებლად 10 ათასამდე ირანელი ემიგრანტი ჩამოვიდა.
ფოტო: წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ირანული ბიზნესი და ინვესტიციები საქართველოში
2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9,300 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4 ჯერ აღემატება 2013 წლამდე საქართველოში არსებულ ირანელების კომპანიებს.
ირანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო და 2006-2012 წლებში სულ 8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი, 41 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია ვაჭრობის, მშენებლობის, მრეწველობის და ტრანსპორტის სექტორებში განხორციელდა, ნათქვამია TI-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
კომენტარები