კალაძე და არქი ჯგუფი კორპუსებით სავსე ქალაქში
გამომძიებელ ჟურნალისტა გაერთიანებამ ifact-მა მმართველი გუნდიდან თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის კომპანიისთვის სამშენებლო ნებართვის მიღების შესახებ მასალა გამოაქვეყნა, რომელსაც On.ge უცვლელად გთავაზობთ.
კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქის ურბანული განვითარებაა. თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში კი “ურბანული გენოციდის” დასრულებას გვპირდება. თუმცა, თავად 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მერიისგან იქ მიიღო, სადაც კანონით დასაშვები მაქსიმუმი 3 სართულია.
2016 წლის ნოემბერში ზემოთხსენებული მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთთან ერთად შპს არქი ნუცუბიძის ხელში აღმოჩნდა. ამ გარიგებიდან ერთ კვირაში კი შპს არქი საბურთალომ კალაძის მიერ დაფუძნებული უშბა დეველოპმენტისგან საბურთალოზე მდებარე მიწის ნაკვეთი შეიძინა. ახლა ორივე ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
კომპანია არქი ჯგუფის ანგარიშზე თბილისში 11 მიმდინარე მშენებლობა და 7 დასრულებული პროექტია. მათ წინააღმდეგ გარემოსდამცველებს პრეტენზია არაერთხელ ჰქონიათ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას თამარაშვილის 13-ში მიმდინარე მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ხეების ჭრის უფლება ჰქონდა, მათ ნარგავები 2015 წელს მაინც წესების დარღვევით მოჭრეს.
გარიგება #1 – ნუცუბიძის ქუჩა, საბურთალო, თბილისი
კალაძემ 2011 წელს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 271 კვ.მ. მიწა 229,000 აშშ დოლარად შეიძინა. 2015 წლის ივნისში კი მერიას დემონტაჟისა და ახალი, მრავალფუნქციური, 10 სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მისაღებად თავად მიმართა. თუმცა, კალაძის ნაცვლად მის ინტერესებს არქი ჯგუფის თანამშრომელი ლაშა ბოკუჩავა წარმოადგენდა, რომელსაც მაშნდელმა ენერგეტიკის მინისტრმა მინდობილობა განუსაზღვრელი ვადით მისცა. პროექტის მთავარი არქიტექტორიც, სალომე ავალიანიც დღემდე არქი ჯგუფის თანამშრომელია.
კალაძის წარმომადგენელი, ლაშა ბოკუჩავა მერიას სთხოვდა მშენებლობის ნებართვასთან ერთად ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების (შენობის სიმაღლის) გაზრდას, ვინაიდან ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთზე კანონის მიხედვით, მაქსიმუმ, სამი სართულის მშენებლობა იყო დაშვებული.
2015 წლის 30 ივლისს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ პარამეტრების გაზრდას მხარი არ დაუჭირა. საბჭოს ცხრა წევრიდან რვამ პროექტი უარყოფითად შეაფასა, მიზეზად კი ნაკვეთის სიმცირესა და მრავალბინიანი სახლის მშენებლობისთვის შეუსაბამობას ასახელებდნენ.
20 დღის შემდეგ საბჭოს იგივე შემადგენლობა კვლავ შეიკრიბა და კალაძის მოთხოვნა თავიდან განიხილა, ოღონდ, ამჯერად კალაძე 10 სართულიანი შენობის ნაცვლად 8 სართულის აშენებას ითხოვდა. ახლა კი საბჭომ პარამეტრების გაზრდას მხარი დაუჭირა. 20 აგვისტოს გამართულ სხდომას დიმიტრი ქუმსიშვილი (იმ დროს თბილისის ვიცე-მერი, ახლა კი ფინანსთა მინისტრი) ხელმძღვანელობდა. წევრებს შორის ირაკლი მურღულიაც იყო, რომელიც ამჟამად “არქი ჯგუფის” ერთ-ერთი პროექტის არქიტექტორიცაა.
საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ პარამეტრების გაზრდის სანაცვლოდ კალაძეს ბიუჯეტში 104 425 ლარი უნდა გადაეხადა. საბჭოს თანხმობის შემდეგ ყოფილმა მინისტრმა მშენებლობის ნებართვა 2015 წლის მიწურულს მოიპოვა.
საბჭოს ყოფილი წევრი, არქიტექტორი ირაკლი მურღულია ვერ იხსენებს მიზეზს, თუ რატომ შეიცვალა საბჭოს გადაწყვეტილება 20 დღეში და გვეუბნება, რომ, ალბათ, მეორე ჯერზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია უფრო მისაღები იყო მათთვის. მურღულია გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივით შეცვლის ვერსიას გამორიცხავს.
კალაძემ შპს არქი ნუცუბიძეს ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე 271 კვ.მ. მიწა 2016 წლის 30 ნოემბერს 38 ათას ლარად მიჰყიდა. მაშინ, როცა ამ ქონების შეძენა და სამშენებლო ნებართვის მოპოვება მას 491 ათას ლარი, თითქმის 13-ჯერ მეტი დაუჯდა.
კალაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი გაფრინდაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენს მიერ საჯარო რეესტრიდან მოპოვებულ კონტრაქტში 38 ათასის ნაცვლად 380 ათასი ლარი უნდა ეწეროს. მისი თქმით, ნოტარიუსმა შეცდომა დაუშვა და ციფრებს ერთი ნული დააკლო. ხელშეკრულების ის ვერსია, რომელსაც გაფრინდაშვილი გულისხმობს, საჯარო რეესტრს არ აქვს. ნასყიდობის ხელშეკრულება ნოტარიუს დავით ჩალათაშვილის ოფისში 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა. ნოტარიუსი ამბობს, რომ მან მხოლოდ მხარეების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა და კონტრაქტის ტექსტთან მას კავშირი არ ჰქონია. "შპს არქი ნუცუბიძეს ჰყავს იურისტები, მათ შეადგინეს კონტრაქტი. მე მხოლოდ ხელმოწერების ნამდვილობა დავადასტურე. კონტრაქტის ორიგინალები მხარეებს აქვთ და ჩემს ოფისში მისი ასლი არ ინახება",– გვეუბნება ჩალათაშვილი.
ჩვენ ირაკლი გაფრინდაშვილს ვთხოვეთ, გამოეგზავნათ კონტრაქტის ის ვერსია, რომელშიც 38,000 ლარის ნაცვლად 380,000 ლარია მითითებული. მრავალი თხოვნის მიუხედავად მან არც დოკუმენტი გამოგვიგზავნა და არც ჩვენს სხვა კითხვებს უპასუხა.
გარიგება #2 – მინდელის ქუჩა, საბურთალო, თბილისი
საბურთალოზე, მინდელის ქუჩაზე მდებარე 10,688 კვ.მ. მიწით შპს არქი საბურთალო 2016 წლის 18 ოქტომბერს დაინტერესდა. შალვა კოხრეიძემ, “არქი ჯგუფის” წარმომადგენელმა ტერიტორიის განაშენიანების გეგმის მომზადების მიზნით თბილისის მერიას მიმართა. ამ დროს მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო.
4 თვით ადრე, 2016 წლის მაისში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ამ მიწის ღირებულების დადგენა თხოვა. ბიუროს მიერ ჩატარებული აუდიტის მიხედვით, 2016 წლის 25 მაისისთვის მიწის ღირებულება 4.6 მილიონ ლარი იყო.
მას შემდეგ რაც სახელმწიფომ მინდელის ქუჩაზე არსებული ქონება შეაფასა, კალაძის დაფუძნებულმა “უშბა დეველოპმენტმაც” სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან მდებარე ქონების შეფასება დაუკვეთა. მიწის ორი ნაკვეთი კალაძემ 2006 წელს 195,369 ლარად შეიძინა, 2007 წელს კი კომპანიას გადასცა. 90-ანი წლებიდან დღემდე ამ ტერიტორიაზე, ძველი სასტუმროს შენობაში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. სამხარაულის ბიუროს 2016 წლის 5 აგვისტოს დასკვნის თანახმად, “უშბა დეველოპმენტის” საკუთრებაც 4.6 მილიონ ლარად შეფასდა.
ქონების ღირებულების დადგენის შემდეგ მიწის გადაცემის პროცესში პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ჩაერთო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 1 დეკემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას. ამ გადაწყვეტილებით კალაძესთან დაკავშირებულ სს “უშბა დეველოპმენტს” მთავრობამ თბილისში, საბურთალოზე მდებარე 10,688 კვ.მ. მიწა დიღომში არსებულ 6,426 კვ.მ. მიწასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში (საერთო ფართი 3,223 კვ.მ.) გაუცვალა.
ამ ორი უძრავი ქონების ფასებს შორის სხვაობა, 23,350 ლარი, “უშბა დეველოპმენტს” ხაზინის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა.
სააქციო საზოგადოება (სს) “უშბა დეველოპმენტს” 2013 წლამდე სს “კალა დეველოპმენტი” ერქვა. კომპანია უძრავი ქონების განვითარების მიზნით კალაძემ 2007 წელს დააფუძნა. ორი წლის მანძილზე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კალაძესთან ერთად მაიკ ზოი და ზურაბ ნოღაიდელი იყვნენ. ზოი რუსულ-ამერიკული წარმოშობის მილიონერია, რომელიც ფულს ენერგეტიკაში, კომერციულ ბანკებსა და ფორმულა 1-ის მარკეტინგში აბანდებს.
2009 წელს კალაძის გადაწყვეტილებით ზოი და ნოღაიდელი მისმა სიმამრმა, ბადრი არეშიძემ და მამამ, კარლო კალაძემ შეცვალეს.
2007 წლის 9 ნოემბერს კალაძემ კვიპროსში რეგისტრირებულ Webion Investments Limited-სგან 6,2 მლნ ევრო ისესხა. 2013 წლის სექტემბერში კალაძემ სესხის დაბრუნების სანაცვლოდ სს კალა დეველოპმენტის 100 პროცენტი Webion Investments Limited-ს გადასცა. რის შემდეგაც სს კალა კაპიტალს უშბა დეველოპმენტი ეწოდა. კომპანიის დირექტორები დღეს კვიპროსის მოქალაქე ჯორჯ ათანასიუ და ილია კეჭაყმაძე არიან. კეჭაყმაძე შპს კალა კაპიტალის დირექტორიცაა, რომელსაც კახა კალაძე ფლობს.
Webion Investments Limited-ის საბოლოო მფლობელი კომპანია Asoted Services Limited-ია. კომპანიის წილის ნახევარ-ნახევარი კვიპროსის მოქალაქეებს, ნესტორ და ევანგელია ნესტოროსებს ეკუთვნით. Asoted Services Limited კვიპროსში ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა.
სს უშბა დეველოპმენტმა სახელმწიფოსთან გარიგებით მიღებული ქონება 5 დღეში შპს არქი საბურთალოს 4,6 მილიონ ლარად მიყიდა და სხვაობის გადახდის ვალდებულებაც მას გადაულოცა.
ქონების შპს არქი საბურთალოსთვის მიყიდვის სქემა ამგვარად გამოიყურება:
შპს არქი საბურთალოს 16,7 პროცენტს სამტრედიაში დაბადებული ივლიანე წულაია ფლობს. იგი ამჟამად პარლამენტარი და ფრაქცია ქართული ოცნების წევრია. არქი ჯგუფის მმართველებმა ირაკლი ქაფიანიძემ, ივლიანე და თენგიზ წულაიებმა 2016 წელს ქართულ ოცნებას 50-50 ათასი ლარი შეწირეს.
შპს არქი საბურთალოს ზონალურმა საბჭომ საბურთალოზე, მინდელის ქუჩაზე ახლადშეძენილ ნაკვეთზე ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის უფლება 2017 წლის მარტში მისცა. სანაცვლოდ კომპანიამ ბიუჯეტში 52 208 ლარი შეიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ურბანული განვითარება კალაძის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მან არ გვიპასუხა, მერად არჩევის შემთხვევაში რა გავლენას იქონიებს არქი ჯგუფთან მისი კავშირი ქალაქის ურბანულ განვითარებაზე.
-
სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot) სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot)
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება
გადახედვა
-
რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს
-
"ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს "ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე გახდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძე გახდა
გადახედვა
-
5 უფასო აპლიკაცია, რომელიც კალორიების დათვლაში დაგეხმარება 5 უფასო აპლიკაცია, რომელიც კალორიების დათვლაში დაგეხმარება
-
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
-
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ გუშინ გაიგეს ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-ს რომ უერთებდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ გუშინ გაიგეს ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-ს რომ უერთებდნენ
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ "ოცნების" ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა აირჩიეს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ "ოცნების" ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა აირჩიეს
გადახედვა
-
"საფარი" მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს "საფარი" მანდატურების მხრიდან ძალადობის საქმეზე ბრალის წარდგენას ითხოვს
გადახედვა
-
რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგა დღეში, თუ სულ ზიხარ? რამდენი ნაბიჯი უნდა გადადგა დღეში, თუ სულ ზიხარ?
-
"ოცნების" ხელისუფლება თსუ-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აერთიანებს "ოცნების" ხელისუფლება თსუ-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აერთიანებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის ფინალისტი ომარ კაკუშაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის ფინალისტი ომარ კაკუშაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ
-
ფირის ფოტოგრაფია საირმეს რეკრეაციულ ფერმაში — რეზი ყენიას ფოტოამბავი ფირის ფოტოგრაფია საირმეს რეკრეაციულ ფერმაში — რეზი ყენიას ფოტოამბავი
-
"თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ" — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე "თუ ეს პროცესი არ გაჩერდა, 5 წელში ჩვენს ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ" — თამთა მიქელაძე გრანტების კანონის გამკაცრებაზე
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: გრანტების კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯია საქართველოს რუსულ მოდელზე გადასაყვანად სალომე ზურაბიშვილი: გრანტების კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯია საქართველოს რუსულ მოდელზე გადასაყვანად
გადახედვა
-
პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია პირს პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლით აეკრძალება, თუ მისი დამსაქმებელი ორგანიზაციის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია
გადახედვა
-
არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი არქტიკა სიტყვა "დათვს" უკავშირდება, მაგრამ არა პოლარული დათვების გამო — აი, მიზეზი
გადახედვა
-
სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს სად მთავრდება "მე" და იწყება გარე სამყარო — როგორ აღიქვამს ტვინი საკუთარ თავს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე [გრენლანდიაზე] ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად მიხეილ სააკაშვილი: ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე [გრენლანდიაზე] ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად
გადახედვა
-
ხელოვნურმა ინტელექტმა 800-ზე მეტი "კოსმოსური ანომალია" გამოავლინა ხელოვნურმა ინტელექტმა 800-ზე მეტი "კოსმოსური ანომალია" გამოავლინა
გადახედვა
კომენტარები