ომბუდსმენი: მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს
დღეს, 27 იანვარს, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა ციხეში ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი მოინახულა, — ამის შესახებ ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანის თქმით, მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს.
"სულ ახლახან გამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც არის პროფესიით ექიმი. შეხვდა ქალბატონ მზიას. მინდა გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთში ჩვენ მის შესახებ გაგვაჩნია და მისი თანხმობით ვაზიარებთ. ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. მისი დაკავებიდან დღემდე, ჩვენს მიერ ქალბატონი მზია მონახულებული იქნა 7-ჯერ. მათ შორის ჩემს მიერ, პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები. მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანში. ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები, ექიმი დღეში სამჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად იღებენ ინფორმაციას.
ასევე ჩვენმა წარმომადგენელმა ნახა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით ამ პერიოდში იქნა შედგენილი. ეს დოკუმენტაცია ჩვენს მიერაა გამოთხოვილი და იმედია, ამ დღეებში მოგვაწვდიან. გარდა ამისა ის ესაუბრა ექიმს და მისგანაც მიიღო დამატებითი ინფორმაცია" — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, დაკავებული ჟურნალისტი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა შიმშილობს.
ცნობისთვის, ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად სტიკერის გაკვრისთვის, რომელსაც ეწერა: "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე". მანამდე ამავე საბაბით აქციაზე დააკავეს კიდევ 9 ადამიანი. რამდენიმე საათში დაკავებულთაგან ოთხი — მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს ორ სხვა პირთან ერთად.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
ამავე თემაზე:
- მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურასთან აქცია იმართება
- ხაზარაძე: 16 დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი — ყველა მოსალოდნელ მძიმე შედეგზე ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი იქნება პასუხისმგებელი!
- ნიკა გვარამია: ვითხოვთ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ კონსილიუმი შეიქმნას
- ინტერპრესნიუსი: მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ამაღლობელის ჯანმრთელობა მკაცრ კონტროლზე აიყვანონ
-
რატი ფეიქრიშვილის პირველი ნაბიჯები აგრონომიაში რატი ფეიქრიშვილის პირველი ნაბიჯები აგრონომიაში
-
Tomb Raider-ის გადაღებებზე სოფი ტერნერმა მსუბუქი ტრავმა მიიღო Tomb Raider-ის გადაღებებზე სოფი ტერნერმა მსუბუქი ტრავმა მიიღო
გადახედვა
-
წმინდა ანას ეკლესიაში სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს წმინდა ანას ეკლესიაში სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმა სცადეს
გადახედვა
-
NASA-ს ისტორიულ მთვარის მისიამდე რამდენიმე დღე რჩება — როდის გაფრინდებიან ასტრონავტები NASA-ს ისტორიულ მთვარის მისიამდე რამდენიმე დღე რჩება — როდის გაფრინდებიან ასტრონავტები
გადახედვა
-
სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ნოელია კასტილიომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ნოელია კასტილიომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა
გადახედვა
-
მიიღეთ 30% MR ქულების ქეშბექი Dressup-ში საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას მიიღეთ 30% MR ქულების ქეშბექი Dressup-ში საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
-
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება — ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე იზრდება ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება — ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
ბიბლუსში საქართველოს ბანკის თაროები განთავსდა — აღმოაჩინე წიგნები ბავშვობის მოგონებებსა და ბებიებზე ბიბლუსში საქართველოს ბანკის თაროები განთავსდა — აღმოაჩინე წიგნები ბავშვობის მოგონებებსა და ბებიებზე
-
საფეხბურთო ამბები | U21-ის გადამწყვეტი ბრძოლა ევროპის ჩემპიონატისთვის საფეხბურთო ამბები | U21-ის გადამწყვეტი ბრძოლა ევროპის ჩემპიონატისთვის
-
მიტროპოლიტი საბა გიგიბერია: პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით. არ ხდება იმ შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას მიტროპოლიტი საბა გიგიბერია: პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით. არ ხდება იმ შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას
გადახედვა
-
მეუფე ისაია: პატრიარქის არჩევნები მოდის და არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, რადგან ამას თავისი დრო აქვს მეუფე ისაია: პატრიარქის არჩევნები მოდის და არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, რადგან ამას თავისი დრო აქვს
გადახედვა
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
კომენტარები