რა მიზნით ჩამოვიდა გრეტა თუნბერგი თბილისში?
შვედი კლიმტის აქტივისტი, გრეტა თუნბერგი საქართველოში 4 ნოემბერს ჩამოვიდა და იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა. დღეს, 11 ნოემბერს თვითონ დააანონსა აქციის მოწყობა თავისუფლების მოედანზე. როგორც სოციალურ ქსელში აქტივისტი, პლატფორმა "მწვანეების" თანადამფუძნებელი, გრეტა თუნბერგის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოში, თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუნბერგი საქართველოში თავისი ინიციატივით ჩამოვიდა და სურს, რომ გაერთიანდეს აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ აქტივისტებთან და მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარების პრობლემატურობას, ის ჯერ თბილისში ეხმარება აზერბაიჯანელ აქტივისტებს მცირე საპროტესტო აქციის მოწყობაში და მერე უკვე სომხეთში მიდის, იქაურ აქტივისტებთან ერთად აქციების დასაგეგმად.
"ვინ ჩამოიყვანა გრეტა?
არავინ. თავისით ჩამოვიდა, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად. ბოლოს თურქეთში იყო. ხმელეთით მოგზაურობს თვეზე მეტია, თავის თანატოლ შოტლანდიელ კლიმატის აქტივისტთან ერთად. მოგზაურობს მოკრძალებულად, თავისი საძილე ტომრით. ხან მატარებელს იყენებს, ხან ავტობუსს, ხან სხვა საჯარო ტრანსპორტს. ქვეყანაში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ეკონტაქტება ადგილობრივ აქტივისტებს და რჩება მათთან. რომ არა თურქული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გრეტას მარიამ კვარაცხელიას ნომერი მისცა, ვერც გავიცნობდით. ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ნამდვილი გრეტა ჩამოდიოდა, სანამ არ ვნახეთ ჩვენი თვალით.
ამიტომ როცა ვინმე წერს, რომ პრაიდმა ჩამოიყვანა, ან მწვანეებმა ჩამოიყვანეს, ან გლობალური ომის პარტიამ, ან ჰამასმა, ან მასონებმა, ან უცხოპლანეტელებმა, არ დაუჯეროთ. ჩამოვიდა თავისით. ადგილობრივი აქტივისტები უბრალოდ ვმასპინძლობთ, საუკეთესო ქართულ სტილში.
რა მიზანი აქვს გრეტას ვიზიტს?
აინტერესებდა საქართველო და ჩვენი რეგიონი და ახლა, როცა ჩვენს მეზობლად აზერბაიჯანი მასპინძლობს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კლიმატის კონფერენციას, გრეტამ გადაწყვიტა, გაერთიანდეს აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ აქტივისტებთან და მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარების პრობლემატურობას.
რატომ არის პრობლემატური აზერბაიჯანში მსოფლიოს მთავარი კლიმატის კონფერენციის ჩატარება? 1. აზერბაიჯანი არის პეტროსთეითი, ანუ ნავთობზე და გაზზე დაფუძნებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ირონიული და ტრაგიკულია, რომ კლიმატის ბედი პეტროსთეითში წყდება, უკვე მესამედ (შარშან ემირატებში, ხოლო იმის წინ ეგვიპტეში ჩატარდა COP). 2. აზერბაიჯანში განსაკუთრებით COP-ის წინა თვეებში ბევრად უფრო ინტენსიური გახდა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ. ალიევის რეჟიმი დევნის ყველას, ვისაც კრიტიკული აზრი გააჩნია. ასობით აქტივისტია დაჭერილი და გრეტას მიზანია, ალიევმა ვერ აუხვიოს თვალი საერთაშორისო საზოგადოებას.
აზერბაიჯანში არ მიდის, ბოიკოტს უცხადებს გრეტა COP-ს, მაგრამ ჯერ დღეს თბილისში ეხმარება აზერბაიჯანელ აქტივისტებს მცირე საპროტესტო აქციის მოწყობაში და მერე უკვე სომხეთში მიდის, იქაურ აქტივისტებთან ერთად აქციების დასაგეგმად.
რატომ არ პოსტავს საქართველოზე?
დაპოსტავს. უნდოდა, რომ კარგად გასცნობოდა სიტუაციას, ამიტომ დადის ჩვენს აქციებზე. წინა ორშაბათს აქციაზე უამრავ მედიას ჩაეწერა და ყველას უთხრა, რომ სოლიდარულია საქართველოს საზოგადოების, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის: „მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან იმ რეპრესიების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი აწყდებიან მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ სივრცეს, რომელიც მათ ევროპულ მომავალს ზღუდავს".
ზოგადად, ორი მიმართულებით არის სოციალურ ქსელში აქტიური: კლიმატის კრიზისი და პალესტინელების მიმართ ისრაელის მიერ მოწყობილი გენოციდისთვის ყურადღების მიპყრობა. გუშინ მითხრა ასეთი ფრაზა, რომ იმდენად ბევრი საქმე აქვს უკვე წლებია (თან გუნდიც არ ჰყავს, ძირითადად მარტო აკეთებს ყველაფერს), რომ ყოველ დღე ყველაზე სასწრაფო საქმეებს აპრიორიტეტებს აქტივიზმის კუთხით.
დღეს რომ შევხვდები, ვეტყვი, რომ ვეღარ ვითმენთ ქართველები და მალე გვჭირდება მისი პოსტიც," — წერს თამარ ჯაყელი.
შვედი კლიმატის აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ.
X-ზე გავრცელებულ წერილში თუნბერგი ძირითად აქცენტს აზერბაიჯანზე და ბაქოში დაგეგმილ გაეროს კლიმატის კონფერენციაზე (COP29) აკეთებს, თუმცა წერს, რომ "ავტორიტარული ტენდენცია რეგიონის მასშტაბით იზოლირებული არაა — ივანიშვილის, პუტინის, ერდოღანის და ირანის თეოკრატიული რეჟიმები აძლიერებენ კონტროლს და ავიწროებენ მათ, ვინც განსხვავებულად ფიქრობს".
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
კომენტარები