ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

8 Nov. 2024, 18:41

"გამჭვირვალობის შესახებ კანონის ირგვლივ არ მოგვისმენია არც ერთი არგუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვითხოვდით და მოვუწოდებდით მათ შორის ამ კანონის განხილვის პროცესში, მოეწოდებინათ თავიანთი მოსაზრებები და ჩვენ მზად ვიყავით რომ სხვადასხვა ცვლილებები განგვეხორციელებინა ინიცირებულ ვერსიაში — არც იმ მომენტში და არც შემდეგ არ გვინახავს არანაირი შემოთავაზებები. 

ეს კანონი მუშაობს უკვე და, როგორც წინასწარ აშინებდნენ ადამიანებს, რომ ამ კანონის პირობებში თითქოს რუსეთში გაიღვიძებდა მოსახლეობა, დღეს ყველა იუმორის რეჟიმში საუბრობს ამ ყველაფერზე. ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი არის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, რაც შეიძლება არსებობდეს. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით ქვეყნის მართვას. ეს კანონი გვეუბნება, რომ თუ რომელიმე ორგანიზაცია, რომელიმე სუბიექტი იმართება გარედან, ასრულებს გარედან ვინმეს დავალებებს, ამ ქვეყნის მოსახლეობამ, ისევე როგორც სახელმწიფომ, უნდა იცოდეს ვის დავალებას და რა დავალებას ასრულებენ ეს ორგანიზაციები".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  4. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  5. ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება

დღეს დილით საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის…