Convobridge — Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი
ფოტო: თიბისი
მილიონობით ადამიანს მსოფლიოში მხედველობისა და სმენის პრობლემა აქვს — 2020 წლის მონაცემებით, 43 მილიონი ადამიანი უსინათლოა, ხოლო 70 მილიონი - სმენის არმქონე. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კომუნიკაციის პრობლემა ექმნებათ, საზოგადოებაში ინტეგრაციისას კი არაერთ ბარიერს აწყდებიან. სწორედ ამ საკითხმა უბიძგა გიორგი ზოიძესა და გიორგი ბუკიას, მოეფიქრებინათ აპლიკაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარებოდა. აპლიკაციას, რომელიც ახლა ვითარდება, Convobridge ჰქვია. იდეამ უკვე მიიქცია ყურადღება და გუნდი Social Impact Award-ის ფინალისტი გახდა.
Convobridge მესენჯერ აპლიკაციაა, რომელსაც ხმოვანი კლავიატურა, ტექსტური შეტყობინების გამხმოვანებელი და AI ჟესტიკულაციის მთარგმნელი აქვს. ის ხსნის კომუნიკაციის ბარიერებს და ამარტივებს ინფორმაციის მიღებას, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თუმცა Convobridge მხოლოდ მათთვის არ იქმნება — აპლიკაციის დახმარებით კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან მეტად ინკლუზიური გარემო.
"ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს საზოგადოებაში. უსინათლო და სმენადაქვეითებული ადამიანების დიდ ნაწილს უჭირს სოციალურ გარემოში ინტეგრირება და ჩვენც სწორედ ამ ფაქტმა შეგვაწუხა. ალბათ, არსებობს მათი გამოწვევების კომპონენტები, რომლებსაც ჩვენ კარგად არ ვიცნობთ, თუმცა ამ საკითხის მიმართ თანაგრძნობა გვაქვს და ვფიქრობ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი", — ამბობს გიორგი ზოიძე.
Convobridge-ის კონცეფცია Social Impact Award-ის ფარგლებში მუშავდება. გუნდი ამჯერად სამომავლო გეგმებს აყალიბებს და აპლიკაციის ტექნიკური განვითარების სტრატეგიას წერს.
"ჩავთვალეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა დაგვეხმარებოდა, მარტივად მივსულიყავით რეალურ პროდუქტამდე", — ამბობენ გუნდში.
Convobridge-ისთვის Social Impact Award-ში მონაწილეობა ერთგვარი ტესტია. როგორც გიორგი ზოიძე აღნიშნავს, პროექტის დახმარებით აკვირდებიან, თუ რამდენად ხედავენ სხვები მათი პროდუქტის არსებობის საჭიროებას.
"ვთვლით, რომ SIA 2022 დაგვეხმარება, უკეთესად ჩამოვაყალიბოთ კონცეფცია და მოვისმინოთ სხვების კრიტიკული აზრი პროდუქტის მიმართ. ასევე, მოგვეცემა საშუალება, რომ გავიცნოთ მენტორები და სხვა გუნდები, შევიძინოთ ახალი კონტაქტები. ასეთი პროექტები სტარტაპერებს საშუალებას აძლევს, განსხვავებული პერსპექტივით შეხედონ საკითხს, რომელზეც მუშაობენ. რაც მთავარია, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს სხვა სოციალურ საწარმოებთან. სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან დაახლოებულები ვიყოთ", — ამბობს გიორგი ბუკია.
გუნდში აღნიშნავენ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება კვალიფიციური მენტორის ყოლაა. Convobridge-ს ინკუბაციის პერიოდში მენტორობას ნანუკა გამყრელიძე უწევს. იგი Social Impact Award-ში მეორე წელია, ჩართულია.
"Convobridge-ის გუნდი ძალიან მოტივირებულია. ისინი ახლა აპლიკაციის პროტოტიპზე მუშაობენ. გააჩნიათ მოკლე და გრძელვადიანი ხედვები და რაც მთავარია, აქვთ უნარ-ჩვევები, გამოცდილება და ცოდნა, რომ იდეა კიდევ უფრო განავითარონ. აღსანიშნავია, რომ ისინი უკვე მუშაობენ პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორაციული მიმართულებით", — ამბობს ნანუკა გამყრელიძე.
მისი თქმით, Convobridge-ის იდეა ინოვაციურია და გუნდი პრობლემის გადაჭრის ახლებურ, განსხვავებულ გზას გვთავაზობს. “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მრავალგვარი ბარიერი ექმნებათ საკუთარი უფლებების რეალიზაციის კუთხით. ერთ-ერთი ასეთი უფლება ღირსეული შრომის უფლებაა, თუმცა ისინი ამ გზაზე, კომუნიკაციის თვალსაზრისით, დიდ ბარიერებს აწყდებიან. მათ პრობლემები ექმნებათ ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენებისას, ამიტომაც Convobridge-ის იდეა ნამდვილად რელევანტური და მნიშვნელოვანია".
ნანუკა აღნიშნავს, რომ Social Impact Award როგორც Convobridge-ს, ისე სხვა გუნდებს საშუალებას აძლევს, იდეები ჩანასახიდან კარგად ჩამოყალიბებულ, კომერციულად ეფექტიან, გამართული ბიზნესმოდელის მქონე ინიციატივად აქციონ.
რაც შეეხება Convobridge-ს, მათი სურვილია, შექმნან კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი. "ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, დავეხმაროთ ორგანიზაციებს სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასა და ინკლუზიურობის დონის გაზრდაში", — ამბობენ გუნდში.
Social Impact Award ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროგრამაა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის. იგი ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, საქართველოში კი 2017 წლიდან Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით იმართება.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
კომენტარები