დენ ფრიდი: საქართველომ იმედი არ უნდა დაკარგოს
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში საფრანგეთის არჩევნების შედეგების და ევროპაში ლიბერალიზმის მომავლის განხილვისას, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის გაფართოების საკითხზეც ისაუბრეს. ამერიკის ყოფილმა ტოპ დიპლომატებმა და მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად გაერთიანების შიგნით არსებული უთანხმოებებისა და სკეპტიციზმისა, ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო, იმედი არ უნდა დაკარგონ.
ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის კონსტანცა სტელცენმიულერის თქმით, საქართველო უნდა ეცადოს საკუთარი საკითხის უკრაინის საკითხთან ერთად დაყენებას.
"საქართველო ახლა უკრაინის გემზე გამობმული ნავია. ევროპელებისთვის საქართველოზე ყურადღების არგამახვილება უფრო ადვილი იყო. მათ აღიზიანებდათ, არ მოსწონდათ სააკაშვილი და არც მას უცდია თავის მოწონება, მათ რიგებში იყო ჩვენი [გერმანიის] კანცლერი, რამაც უფრო ადვილი გახადა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღების არგამახვილება. ამან საქართველოში მიმდინარე ამბები ევროპისთვის არარელევანტური გახადა. დღეს, ის, რაც უკრაინაში ხდება, არამარტო რელევანტურია, ეს ევროპული პროექტისთვის საციცოცხლოა, ჩემი აზრით. რუსეთის მიერ გავლენის სფეროს ავტორიტარული და საშინელი გზებით ხელახლა დაპატრონების ზღვარი უკრაინაზე გადის. უკრაინა ევროპის ერთიანობის და თავისუფლებისთვის ცენტრალურია. ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიზაციისთვის იმ ქვეყნებისა, რომლებიც ბელორუსიიდან კავკასიამდე ექცევა", - აცხადებს სტელცენმიულერი.
სტელცენმიულერის თქმით, გერმანიის გაერთიანების მაგალითი არის ის, რაც საქართველომ და უკრაინამ უნდა გამოიყენონ, ევროპისთვის მათი წევრობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. მისივე თქმით, დღეს საქართველოს მიერ უკრაინელებთან ერთად მუშაობა უფრო შესაძლებელს გახდის ევროპის პროექტთან დაახლოებას თბილისისათვის.
"უკრაინა მთავარი ფიგურაა საჭადრაკო დაფაზე. უკრაინელებს ეს ესმით და ბევრს მუშაობენ მიუხედავად ოლიგარქების და პოლიტიკური ელიტის ნაწილის მცდელობისა, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. მე ვფიქრობ, იმისათვის, რომ ევროპამ გააგრძელოს მისი აღმოსავლეთის სერიოზულად განხილვა, საჭიროა [საქართველოს და უკრაინის მიერ] ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ 1989 წლის საოცარი მოვლენა [გერმანიის გაერთანება], მოხდა სამოქალაქო საზოგადოების მცდელობის გამოისობით და თქვენ სწორედ ამასვე ცდილობთ. თქვენ უნდა თქვათ, რომ გჯერათ ევროპული მოდელის და პროექტის. ამის უარყოფა ევროპელებისთვის შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვმერყეობთ ჩვენივე რწმენაში [ევროპული პროექტისადმი]. მე გირჩევდით [ქართველებს] ისტორიის ეს [გერმანიის] მაგალითი აიღოთ, უკრაინელებთან ერთად იმუშაოთ და დაეხმაროთ კიდეც მათ", - განაცხადა მან.
ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება და სჯეროდეს იმის, რომ მომავალში ევროპა და ამერიკა უფრო გახსნილები იქნებიან საკუთარ ინსტიტუტებში ახალი წევრების მიღების კუთხით.
"თავისუფლების ისტორიული ტალღა 1989 წელს დაიწყო და 20 წელი გაგრძელდა, ახლა კი შეჩერებულია და უკურეაქციას ვხედავთ. ჩვენ, მათ, ვისაც თავისუფალი სამყაროს პრინციპების გვჯერა, უნდა ვეცადოთ ვებრძოლოთ ამ უკურეაქციას, არ დავკარგოთ დრო და ვიყოთ გახსნილები მომავალისთვის, იმ დროისთვის, როდესაც ისტორია კიდევ ერთხელ მოტრიალდება და ინსტიტუტები ახალ წევრებს მიიღებენ. ეს დრო ჯერ არ დამდგარა, თუმცა მე მჯერა, რომ მოვა... თქვენ უნდა გააგრძელოთ რეფორმები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგან გავწევრიანდეთ, არამედ საკუთარი თავისთვის", - განაცხადა ამერიკის ხმასთან საუბარში დიპლომატმა დენ ფრიდმა, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობა ეკავა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქართველო დასავლური ინსტიტუტების წევრობის სერიოზული კანდიდატი გახდა, დასავლეთი არ იყო მზად ახალი ქვეყნები მიეღო საკუთარ რიგებში, თუმცა მისი თქმით, საქართველომ იმედი არ უნდა დაკარგოს.
"მე ვისურვებდი საქართველოში ვარდების რევოლუცია და რეფორმები 10 წლით ადრე მომხდარიყო. თუმცა მაშინ როდესაც საქართველო დასავლური ინსტიტუტების წევრობის სერიოზული კანდიდატი გახდა, დასავლეთს საკუთარი თავის ნაკლებად სწამდა და რუსეთის ნაკლებად კეთილმოსურნე იყო... ყოველდღე, როდესაც თქვენი ქვეყანა სუვერენიტეტს და არჩევანის თავისუფლებას ინარჩუნებს, კიდევ ერთი დღეა იმისკენ, რომ ისტორია შეიცვლება, ამერიკა და ევროპა დაიბრუნებს თვითრწმენას. ხაზს ნუ გადაუსვამთ მომავალს", - ამბობს ის.
მიუხედავად დღეს, დასავლეთში მიმდინარე მოვლენების პესიმისტურად შეფასებისა, საფრანგეთში, პოპულისტების დამარცხება და პრო-ევროპული კანდიდატის, ემანუელ მაკრონის გამარჯვება, მიმომხილველებს და მკვლევარებს აძლევს იმედს, რომ ევროკავშირი და ევროპა ახალი სუნთქვით გააგრძელებს არსებობას, გადალახავს არსებულ გამოწვევებს, შეინარჩუნებს ერთიანობას და ბრიტანეთის მიერ გაერთიანების დატოვების მიუხედავად, მოახერხებს თანამშრომლობის გაღრმავებას.
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
კომენტარები