წიგნი მოპარული ცხოვრების სევდაზე
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
“წინასწარ ვერასდროს გეცოდინება, შენი რომელი სიტყვები აღმოჩნდება ამა თუ იმ ადამიანისთვის უკანასკნელად ნათქვამი. რთულია, შეურიგდე იმ ფაქტს, რომ ყველაფერი დამთავრდა და ადამიანი სამუდამოდ წავიდა შენგან“. — კენკრის მკრეფავები დიდი ტკივილისა და დანაკარგის, ცხოვრებისეული გაკვეთილების, დედაშვილური და დაძმური სიყვარულის ისტორიების წიგნია. რომანში ერთმანეთს ენაცვლება ორი მთავარი პერსონაჟის — ჯოსა და ნორმა/რუთის მიერ მოთხრობილი ამბები თავიანთი ცხოვრების შესახებ. მწერლის ეს საინტერესო გადაწყვეტილება, რომანის განსაკუთრებული სტილი მკითხველში ინტრიგას ბადებს და წიგნს ერთი ამოსუნთქვით აკითხებს.
ამანდა პიტერსის კენკრის მკრეფავებმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა საერთაშორისო მოწონება. წიგნი მალე იქცა ბესტსელერად და სხვადასხვა ენაზეც ითარგმნა. ქარჩხაძის გამომცემლობამ წიგნი წელს თარგმნა, გამოსცა და მკითხველთა დიდი ინტერესი, აშკარა მოწონება უკვე დაიმსახურა.
რომანში სიუჟეტი ინდიელების ოჯახის ირგვლივ ვითარდება. ოჯახი ამერიკისა და კანადის საზღვარზე ცხოვრობს, წლიდან წლამდე მუხლჩაუხრელად შრომობენ დედა, მამა და შვილები. ხელმოკლედ ცხოვრობენ, თუმცა აქვთ საცხოვრებელი ადგილი, ლუკმაპური და რაც მთავარია, ჰყავთ ერთმანეთი. ერთ დღესაც ოჯახს სრულებით ანადგურებს საშინელი ტრაგედია, უმცროსი ქალიშვილის დაკარგვამ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. გოგონას კვალს ვერავინ მიაგნო, სამწუხაროდ, არც პოლიცია დახმარებია ინდიელთა ოჯახს, პირიქით, აქეთ დაემუქრა, თუკი შვილების მოვლა არ შეგიძლიათ, სახელმწიფოს სხვებიც ჩააბარეთო.
ჯო დაკარგული გოგონას უფროსი ძმაა, რომელიც ოჯახის ამ უზარმაზარ ტრაგედიას თავისებურად ებრძვის. დის დაკარგვაში თავს იდანაშაულებს, ამიტომ მისი ცხოვრება ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტად იძირება ჭაობში. როგორია მარტოსული, საზოგადოებისგან საკუთარი სურვილით გარიყული ადამიანის ცხოვრების ისტორია, ანუ ჯოს ცხოვრებისეული ტრაგედია?
ნორმა წიგნის მეორე მთავარი პერსონაჟია. ქალი, რომელიც ცდილობს, საკუთარი ცხოვრების არეული ისტორიის შეკოწიწებას, ტყუილებში გამორკვევას და ნამდვილი ამბის გაგებას. “ზოგჯერ ტყუილს ისე ისისხლხორცებს ადამიანი, რომ ეს ტყუილი სიმართლედ იქცევა და გონების სიღრმეში იმალება მანამ, სანამ სიკვდილი არ წაშლის და ცხოვრებას არ გადაასხვაფერებს“. წიგნში უკვე მოხუცებული ნორმა იხსენებს, თუ როგორ ტანჯავდა ბავშვობიდან გაუგებარი დანაკარგის განცდა, პასუხგაუცემელი კითხვები. გოგონა იზრდებოდა მოსიყვარულე, თუმცა ცოტათი უცნაურ, ერთმანეთს ზედმეტად მიჯაჭვულ ოჯახში. პატარაობიდანვე თითქოს რაღაცას უმალავდნენ, ბოლომდე არ ეუბნებოდნენ, კითხვების დასმას რომ აზრი არ ჰქონდა, ნორმა მალე მიხვდა, რადგან დედას მაშინვე თავი სტკივდებოდა და დასაძინებლად წვებოდა. ნორმა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, მოსიყვარულე დედ-მამა და დეიდა არაფერს აკლებდნენ, მართალია, პატარაობისას ეზოს გადაღმა გასვლასაც კი უკრძალავდა დედა, მაგრამ ზრდასრულ ნორმას ნელ-ნელა მეტი თავისუფლება მისცეს.
რომანში საოცრად საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს ორი მთავარი პერსონაჟის ცხოვრებისეული ისტორიები — როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება, როგორ განვითარდა მოვლენები, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები უკიდურეს სასოწარკვეთამდე მიდიან.
წიგნი წართმეულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომანში აბსოლუტურად ყველა პერსონაჟს განუცდია ენით აღუწერელი დანაკარგი, სიცარიელე, რომელსაც ადამიანები ხშირად ვერ ვავსებთ ხოლმე, რაღაც დიდი ტკივილი, რომელსაც უბრალოდ ვეჩვევით. “არის ჭრილობები, რომლებიც ვერ განიკურნება. ზოგი იარა მუდამ ღია რჩება და აღარ იკვრება. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის ჭრილობის მიყენების შემდეგ, მით უფრო ადვილი ხდება გაღიმება“.
კენკრის მკრეფავების პერსონაჟები მკითხველების თვალწინ ცოცხლდებიან მათი ტკივილიანი ისტორიებით, სევდანარევი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და ამბებით, რომლებიც საბოლოოდ გაფიქრებინებს, რომ ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია, მუდამ ცვალებადი და მოუხელთებელი. არავინ ვიცით, როდის, რა დროს და როგორი ბედი გვეწევა.
სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"პლატფორმა 2025": არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე "ქართული ოცნება" "პლატფორმა 2025": არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე "ქართული ოცნება"
გადახედვა
-
შსს: რკინიგზიდან 300 მ-მდე სპილენძის სადენების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს შსს: რკინიგზიდან 300 მ-მდე სპილენძის სადენების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე
გადახედვა
-
POG: ₾21.5 მლნ-ის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო POG: ₾21.5 მლნ-ის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
საია: პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს საია: პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს
გადახედვა
-
რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა
-
შალვა პაპუაშვილი: "სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში (EU-ში) წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?" შალვა პაპუაშვილი: "სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში (EU-ში) წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?"
გადახედვა
-
ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
კომენტარები