ჩემს ქვეყანას ვეღარ ვცნობ — ანჯელინა ჯოლიმ შესაძლოა აშშ დატოვოს
ფოტო: Getty Images
ანჯელინა ჯოლის ცხოვრების ახალი ეტაპი ჰოლივუდისგან ძალიან შორს შეიძლება დაიწყოს.
People-ის ცნობით, ოსკაროსან მსახიობს დიდი ხანია, რაც ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ხოლო ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ანჯელინა თავისი შვილების, ვივიენისა და ნოქსის, ზრდასრულ ასაკამდე მიღწევას ელოდება.
ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად
ფოტო: Getty Images
"ის საზღვარგარეთ რამდენიმე ადგილს განიხილავს", — ვკითხულობთ გამოცემაში —"ჯოლი ძალიან ბედნიერი იქნება, როცა ლოს-ანჯელესის დატოვებას შეძლებს".
როგორც თავად ანჯელინა ამბობს, მას სჭირდება სიმშვიდე, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. მსახიობმა ისიც დასძინა, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო ატარებს კამბოჯაში დიდ დროს.
"კამბოჯა იყო ქვეყანა, რომელმაც ლტოლვილების შესახებ საკითხები ღრმად გამაცნო", — განმარტა ჯოლიმ Vogue India-სთან ინტერვიუში — "ამ ყველაფერმა საგარეო საქმეებში ისე ჩამრთო, როგორც არასდროს და UNHCR-ში გამაწევრიანა კიდეც. უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის წყალობით დედა გავხდი".
ფოტო: Neilson Barnard / Getty Images
რაც შეეხება ქვეყნის დატოვებას, ოსკაროსანმა მსახიობმა ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობა ჯერ კიდევ სექტემბერში, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ყოფნისას გააკრიტიკა.
"მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ამავდროულად ვერ ვცნობ მას", — თქვა ჯოლიმ პანელური დისკუსიის დროს.
მსახიობმა ისიც განაცხადა, რომ მისი მსოფლმხედველობა თანასწორობასა და ერთიანობას უკავშირდები, ხოლო ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, რომელიც ვინმეს პირად თავისუფლებასა და აზრის გამოხატვას ზღუდავს, ძალიან საშიშია.
ფოტო: Reuters
მან დასძინა: "ეს ძალიან, ძალიან რთული პერიოდია, რომელშიც ყველანი ერთად ვცხოვრობთ".
რაც შეეხება ჯოლის სამსახიობო კარიერას, აშშ-ის დატოვებასთან ერთად მას არაერთი გეგმა აქვს. მსახიობს წელს ფრანგი რეჟისორის, ალის ვონოკორის, ახალ ფილმში ვიხილავთ. გარდა ამისა, 2027 წელს მის ნახვას შევძლებთ დუგ ლიმანის ახალ თრილერსა და მარკ ფოსტერის Anxious People-ში. ხოლო 2028 წელს, ჯოლი კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ბოროტი ჯადოქრის როლს ფილმისთვის Maleficent 3.
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
გადახედვა
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
კომენტარები