პროტონი ბევრად უფრო მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ
ფოტო: carloscastilla/iStockphoto
შეუძლებელია, სამყაროს უმცირესი ნაწილაკები ჩვეულებრივ სასწორზე აწონო. მაგრამ ფიზიკოსებმა ჭკვიანური ექსპერიმენტით აღმოაჩინეს, რომ ერთი ასეთი ნაწილაკი - კონკრეტულად კი პროტონი - ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ადრე ეგონათ.
პაწაწინა, დადებითად დამუხტული პროტონები ყველგანაა. ისინი ყველა ატომის ბირთვში ბინადრობენ და მზისა და სხვა ვარსკვლავების უმეტეს ნაწილს შეადგენენ. პროტონი იმდენად მცირე მასისაა - კილოგრამის მემილიარდედ-მემილიარდედ-მემილიარდედი - რომ მათი აწონვა ჩვეულებრივი საზომებით შეუძლებელია. თუმცა, უკანასკნელ ათწლეულებში, ფიზიკოსებმა პროტონის უკეთ ასაწონად ელექტრული და მაგნიტური ველები სპეციალურ მოწყობილობაში გააერთიანეს, რომელსაც პენინგის მახე ეწოდება. ექსპერიმენტისას ელექტრული და მაგნიტურ ველები პროტონს იჭერენ, ხოლო მაგნიტური ველი მას წრიულად ამოძრავებს. ბრუნვისას პროტონი ვიბრირებს, ან ოსცილირებს, იმ სიხშირეზე, რომელიც მის მასასთანაა კავშირში. მკვლევრებს მისი მასის გამოთვლა ამ სიხშირეების გაზომვით შეუძლიათ. შემდეგ მას ადარებენ ნახშირბად-12-ის ბირთვს, რომელიც განსაზღვრულია, რომ 12 ატომური მასის ერთეულის ტოლია.
იდეალური არცერთი ექსპერიმენტი არ არის. მაგნიტური ველები დროსა და სივრცეში იცვლება, რაც მცირე გაზომვით ცდომილებებს იწვევს. ამ ფლუქტუაციების ეფექტების შესამცირებლად, მაინცში (გერმანია) მომუშავე ფიზიკოსთა ჯგუფმა, ნახშირბადის ბირთვი და პროტონი სხვადასხვა მახეებში მოათავსა, შემდეგ კი ისინი გამზომველი მახიდან სწრაფად გამოაგდეს და შეაგდეს. ბირთვისა და პროტონის ადგილების გაცვლას აქამდე 30 წუთი სჭირდებოდა, გერმანელმა ფიზიკოსებმა ეს სულ რაღაც 3 წუთში მოახერხეს. შედეგად, ცდომილებების დრო ფაქტობრივად აღარ დატოვეს. ამასთან, მათ თავიანთ მოწყობილობებს მოძრაობის უფრო მეტი დეტექტორი დაუყენეს, რის გამოც გაზომვის სიზუსტემ ტრილიონში 32 ნაწილს მიაღწია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი მასა 1,007276466583 ატომური მასის ერთეულია. ეს დაახლოებით 30 მემილიარდედი პროცენტით ნაკლებია, ვიდრე წინა ექსპერიმენტების საშუალო შედეგი - საკმაოდ მცირე განსხვავება, რომელიც, რეალურად, სამ სტანდარტიანი დევიაციითაა შესამჩნევი (შედარებისთვის, მეცნიერებისთვის ორ სტანდარტიან დევიაციას საკმარისად მიიჩნევენ, რომ სტატისტიკურად გამართული იყოს).
სვენ სტარმი, მაქს პლანკის ინსტიტუტის ფიზიკოსი და ჯგუფის ლიდერი, არაა დარწმუნებული, თუ რატომ მიიღეს ასეთი მაღალი მასები სხვა მკვლევრებმა და მიაჩნია, რომ ამ ცდომილებას ჯერ-ჯერობით დაფარული მიზეზები აქვს. აქვე ამატებს, რომ მისი ჯგუფის ჩატარებული კვლევა, წინებთან შედარებით, ჰელიუმ-3-ის (ორი პროტონი და ერთი ნეიტრონი) მასის აწონვის უახლეს შედეგებთან უფრო ახლო დგას.
გერმანელები გეგმავენ, რომ შედეგის სიზუსტე, პროტონისა და ნახშირბადის იონის სხვადასხვა მახეებში ერთდროულად გაზომვით, კიდევ უფრო გააუმჯობესონ. ეს ექსპერმენტი მაგნიტური ველის ფლუქტუაციებით გამოწვეულ შეუსაბამობას გამოავლენს. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ასევე ეცდება, ანტიპროტონი - პროტონის ნეგატიურად დამუხტული ტყუპისცალი აწონოს. პროტონისა და ანტრიპროტონის მასებს შორის მცირე ცვლილებამაც კი, შესაძლოა, ახსნას, რატომ არსებობს სამყაროში მატერია და რატომაა ანტიმატერია იშვიათი.
სტარმს ასევე სურს, რომ ექსპერიმენტები მკვლევართა სხვა ჯგუფებმაც ჩაატარონ, რათა დარწმუნდეს, რომ მისი გუნდის შედეგებში ფარული ცდომილებები არ არის. „ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ექსპერიმენტებს ასეთი სიზუსტით სხვა ჯგუფებიც ჩაატარებენ, რის შედეგადაც ჩვენ შეგვეძლება შევადაროთ შედეგები და დავადგინოთ (იმედი მაქვს), რომ ისინი მცდარი არ არის“, ამბობს ის.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
კომენტარები