5 ხრიკი, რომელიც მობილბანკის თამაშში დაგეხმარება
ფოტო: საქართველოს ბანკი
„ყველა დავალება შეასრულე?“
ბოლო რამდენიმე კვირაა, ორშაბათობით მობილბანკის მომხმარებლები ერთმანეთს ამ შეკითხვას უსვამენ. ამ დღემ დამატებითი, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან სწორედ ორშაბათს ემატება საქართველოს ბანკის თამაშში ახალი დავალებები.
თუ თამაშს თამაშობ, გეცოდინება, რომ კითხვები რთული საერთოდაც არ არის, უბრალოდ საჭიროა დაფიქრება, ლოგიკის ჩართვა და ეგ არის — პასუხსაც მარტივად იპოვი. თუმცა, თუ მაინც და მაინც ბევრი ფიქრი გეზარება და გირჩევნია, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულო დავალებები, რათა მონეტები დააგროვო, მაშინ რამდენიმე ხრიკს გასწავლით, როგორ გახვიდე ფონს მარტივად!
Facebook ჯგუფები
თამაშმა მთელი საქართველო მოიცვა — ყველა ამაზე ლაპარაკობს და აზრებს ცვლის, კონკრეტულ კითხვაზე ვინ რა პასუხი გასცა. სწორი პასუხის ძებნაში დაგეხმარება Facebook ჯგუფები, სადაც ბევრი ადამიანია გაწევრიანებული და ისინი, განსაკუთრებით ორშაბათობით, აქტიურად განიხილავენ კითხვებსა და მათ შესაძლო პასუხებს. თუ ამ ჯგუფებში გაწევრიანდები და თვალს მიადევნებ, ყველა კითხვაზე იპოვი პასუხს.
ბევრ დავალებაში ფოტოებია გამოყენებული, რომლებიც პასუხისთვის საკვანძო დეტალებია. შეგიძლია, ეს ფოტო მოსქრინო და გუგლში ჩააგდო, ამ ფორმით ფოტოზე ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებ, რაც, შესაძლოა, პასუხთან მისვლაში დაგეხმაროს. მეტიც, სავსებით შესაძლებელია, ფოტოს დაგუგვლით პირდაპირ პასუხიც კი იპოვო.
არ იჩქარო
კითხვები ყოველ ორშაბათს ემატება, პასუხის გასაცემად კი მთელი კვირა გაქვს, ამიტომ, ნუ იჩქარებ. ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენე და კითხვებს მაშინ ჩაუჯექი, როცა გონების გავარჯიშებისა და ლოგიკური დავალებების შესრულების ხასიათზე იქნები. ან საერთოდაც დაელოდე, როდის უპასუხებენ შენი მეგობრები შეკითხვებს — ასე გაიგებ სწორ პასუხებს. ოღონდ, თუ მონეტებს ფინალისთვის არ ინახავ და საჩუქრების ორთაბრძოლაში ერთვები ხოლმე, დავალებები მაქსიმუმ პარასკევამდე შეასრულე, რადგან მარკეტის გახსნას მეტი მონეტით შეხვდე — მეტი საჩუქარი რომ იყიდო.
გადაავლე თვალი წინა კვირების დავალებებს
როგორც ზემოთ ვახსენეთ, თამაშის დავალებებს აქტიურად განიხილავენ Facebook ჯგუფებში. აქ შეძლებ წინა კვირების დავალებების ნახვასაც, ეს ჯგუფები თამაშის დაწყებიდან დღემდე სრულ არქივს ინახავს. ძველი დავალებებისთვის თვალის გადავლება კი გონების გავარჯიშებაში დაგეხმარება და ახალ კითხვებსაც უფრო მონდომებით და გახსნილი გონებით უპასუხებ.
შეასრულე ბოლო დავალება დამატებითი მონეტებისთვის
თამაშის ბოლო დავალებაზე უკვე გეცოდინება, რომ ამ კონკრეტული დავალების შეცვლა კვირაში 4-ჯერ შეგიძლია, შეცვლის შემდეგ კი წინა პირობას ვერ დააბრუნებ. ასევე გახსოვდეს რომ დავალების შეცვლაში მონეტები არ გაკლდება.
ეს 5 რჩევა აუცილებლად გამოგადგება, რათა კითხვებზე პასუხი მარტივად იპოვო და ფინალში მოხვდე. და თუ ჯერ კიდევ არ ხარ ჩართული ამ საინტერესო თავგადასავალში, გადმოიწერე მობილბანკი და დაიწყე თამაში.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
კომენტარები