ვიყიდოთ თუ გავყიდოთ? — როგორ ვივაჭროთ აქციებით ინფლაციის დროს
ფოტო: www.freepik.com/freepik
ინვესტორები, საბანკო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, ინფლაციას მუდმივად აკვირდებიან. ზოგადად, ინფლაციას ცუდი გავლენა აქვს საფონდო ბირჟებზე და აქციების ფასებზე, ვინაიდან კომპანიების ხარჯები იზრდება და შესაძლოა შემოსავლები შემცირდეს. თუმცა, შესაძლოა პირიქითაც მოხდეს, კომპანიის შემოსავლები გაიზარდოს.
ინფლაცია — საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო დონის ზრდაა, რომელიც მსყიდველუნარიანობას ამცირებს.
ამ შემთხვევაში, უნდა დავაკვირდეთ კომპანიის აქციები ღირებულებაზე დაფუძნებულია, თუ ზრდაზე. რას ნიშნავს ეს? ღირებულებაზე დაფუძნებული აქციები ისინია, რომელთა ფასი ნაკლებია, თუმცა სტაბილური და სანდოა, ხოლო "ზრდის" აქციები — ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ 15%-იანი ზრდის მქონე აქციებია.
როგორც წესი, ღირებულებაზე დაფუძნებული აქციები მაღალი ინფლაციის დროს უფრო კარგია, ინვესტორებისთვის მეტი მოგება მოაქვს და უფრო სტაბილურია, ხოლო "ზრდის" აქციები — დაბალი ინფლაციის დროს. პირველ შემთხვევაში, ეს აქციები უფრო მეტად იმ კომპანიებს ეკუთვნით, რომლებიც მაღალ დივიდენდებს იხდიან და სტაბილური შემოსავლები აქვთ. სწორედ ამიტომ, მაღალი ინფლაციის დროს ამ კომპანიების მომსახურება ან საქონელი ძვირდება და მათ აქციებში ინვესტირება მომგებიანია. მეორე მხრივ, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიები დაბალი ინფლაციის დროს უფრო კარგად მუშაობენ. მიზეზი მარტივია, მათი ხარჯები მცირეა და შესაბამისად, მომხმარებლები უფრო მეტად ყიდულობენ მათ პროდუქციას.
ღირებულებაზე დაფუძნებული აქციების კარგი მაგალითია საბანკო სექტორის კომპანიები — JPMorgan Chase (JPM), ხოლო "ზრდის" კომპანიები უფრო მეტად ტექნოლოგიების სექტორშია, მაგალითად, Alphabet Inc. (GOOGL). თუ ამ ორი სექტორის ინფლაციის დონეს შევადარებთ, ვნახავთ, რომ დაბალი ინფლაციის დროს სწორედ ტექ კომპანიები მუშაობენ უკეთესად.
მთავარ კითხვაზე პასუხი კი ასეთია — გააჩნია სექტორს, სადაც გვინდა ინვესტირება. როგორ მოიქცნენ ინვესტორები ინფლაციის დროს? ანალიტიკოსები სწორედ ამ ინფორმაციის საშუალებით ამტკიცებენ, რომ მაღალი ინფლაციის დროს უფრო ლოგიკურია იმ აქციების ყიდვა, რომლებიც ღირებულებაზეა დაფუძნებული. საპირისპიროდ, თუ ინფლაცია დაბალია, აჯობებს, ინვესტორებმა ზრდაზე ორიენტირებული კომპანიების აქციებში დააბანდონ ფული.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
კომენტარები