Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე
ფოტო: Cryptal
Cryptal-ზე ღია ბანკინგი გამოჩნდა
Cryptal-ისა და Keepz-ის პარტნიორობით, პლატფორმაზე ბალანსის შევსება ახლა უკვე ახალი მეთოდით, ღია ბანკინგით არის შესაძლებელი. ეს იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა კრიპტო ოპერაციებისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა ბევრად უფრო სწრაფად და კომფორტულად შეძლოთ.
ახალი ფუნქციის საშუალებით ბალანსის შევსება მყისიერად — ყოველ ჯერზე საბანკო რეკვიზიტების ხელით შეყვანისა და სტანდარტული საბანკო გადარიცხვის განმეორებითი ნაბიჯების გარეშე. ასე საგრძნობლად უმჯობესდება გზა ტრადიციული ვალუტიდან კრიპტომდე, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მომხმარებლისთვის.
რას სთავაზობს ღია ბანკინგი მომხმარებლებს?
ღია ბანკინგი შექმნილია იმისთვის, რომ ერთ სივრცეში გააერთიანოს ბევრი ბანკი და მათ სერვისებზე წვდომა. შედეგად, კრიპტალზე, Keepz-ის დახმარებით, ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთისა და კრედო ბანკის სერვისები. საბოლოოდ კი, გაამარტივა, დააჩქარა და გაათანამედროვა,მომხმარებლებისთვის Cryptal-ზე ბალანსის შევსების პროცესი, რის შედეგადაც მიღწეულია:
- სისწრაფე
- სიმარტივე
- კომფორტი
ინტეგრაციის წყალობით, ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია პირდაპირ საკუთარი ინტერნეტ ბანკიდან, რამდენიმე კლიკში. აღარ არის საჭირო ანგარიშის ნომრის დაკოპირება, მონაცემების ხელით ჩაწერა ან სხვა დამატებითი პროცედურები.
მთავარი უპირატესობები
ბალანსის მომენტალური შევსება
ღია ბანკინგის მთავარი უპირატესობა სიჩქარეა. ბალანსის შევსება მუშავდება მყისიერად, შესაბამისად კრიპტო ბაზარზე სხვადასხვა სასურველი ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია მომენტალურად დაყოვნების გარეშე.
ეს განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც ბაზრის პირობები სწრაფად იცვლება და დრო კრიტიკულად მნიშნველოვანია. ჩვეულებრივ, არასამუშაო დროს ტრანზაქციები იგვიანებს, დადასტურება კი ხშირად მომდევნო სამუშაო დღემდე ინაცვლებს. ღია ბანკინგის წყალობით კი, ტრანზაქციებისა და გადარიცხვების შესრულება ნებისმიერ დროს, 24/7-ზე არის შესაძლებელი.
გაზრდილი კომფორტი და გაუმჯობესებული გამოცდილება
ღია ბანკინგი ამარტივებს კლასიკურ საბანკო გადარიცხვებს და აქრობს ზედმეტ ნაბიჯებს. ყოველი გადახდისას საბანკო ანგარიშის ნომრის ხელახლა შეყვანის ნაცვლად, შეგიძლია შეინახო გადახდის ინფორმაცია და შემდეგ უკვე ბევრად უფრო მარტივად შეავსო ბალანსი.
ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ ხშირად ავსებ ბალანსს და Cryptal-ს ყოველდღიურად იყენებ.
რომელი ბანკის მომხმარებლები ისარგებლებენ ღია ბანკინგით?
Cryptal-ზე ღია ბანკინგის ინტეგრაცია საშუალებას იძლევა, ბალანსის შევსებას საქართველოში მოქმედი ბანკებიდან. ამ ეტაპზე მხარდაჭერილია:
- საქართველოს ბანკი
- თიბისი ბანკი
- კრედო ბანკი
- ლიბერთი ბანკი
ეს ქმნის ფართო არჩევანს მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით და უფრო მჭიდროდ აკავშირებს საბანკო სერვისებს კრიპტო ეკოსისტემასთან.
დამატებითი ღირებულება ლიბერთი ბანკის, კრედო ბანკისა და თიბისი ბანკის მომხმრებლებს
ახალი ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა ლიბერთი ბანკისა და კრედო ბანკის მომხმარებლებისათვის.
Cryptal-ზე მსხვილი ბანკებიდან ანგარიშზე თანხის შეტანა ტრადიციული საბანკო გადარიცხვით დიდი ხანია ხელმისაწვდომია, თუმცა, ლიბერთი ბანკისა და კრედო ბანკის მომხმარებლებს ნაკლები პირდაპირი ალტერნატივა ჰქონდა ბალანსის შესავსებად.
ღია ბანკინგი ახლა მათ აძლევს საშუალებას, პლატფორმაზე თანხის შეტანა სწრაფად და შეუფერხებლად, ზედმეტი ნაბიჯებისა და ეტაპების გავლის გარეშე შეძლონ.
ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოცდილებას თიბისი ბანკის მომხმარებლებისთვისაც, განსაკუთრებით არასამუშაო საათებში.
ტრადიციული საბანკო გადარიცხვების დადასტურება ხშირად იგვიანებს თუ ტრანზაქცია არასამუშაო დროს ხორციელდება. ღია ბანკინგის გამოყენებით კი, თიბისი ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ბალანსის შევსება მყისიერად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გამჭვირვალე საკომისიოები
Cryptal-ზე ღია ბანკინგით ბალანსის შევსების საკომისიო 0.5%, მაქსიმუმ კი —1 ლარს, 1 აშშ დოლარსა და 1 ევროს შეადგენს (რომელი ვალუტითაც ავსებ ბალანსს). აღნიშნული მოდელი სამართლიანია ორივე ტიპის ტრანზაქციაზე, იქნება ის დაბალი მოცულობის თუ მაღალი. მაგალითად, არ აქვს მნიშვნელობა, ანგარიშზე 200 ლარი შეგაქვს თუ 200,000, საკომისიო მაინც 1 ლარს შეადგენს.
ეს იძლევა კომფორტულ ალტერნატივას მაშინ, როდესაც შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიჩქარე და გამოყენების სიმარტივე, ხოლო საბანკო გადარიცხვების ლოდინი შენს გეგმებში არ შედის.
Cryptal-ის CEO-ს ხვიჩა კოპინაძის კომენტარი:
პლატფორმაზე ღია ბანკინგისა და ბალანსის შევსების კიდევ ერთი, დამატებითი გზის გამოჩენას კომპანიის CEO ხვიჩა კოპინაძე ეხმაურება:
„Cryptal-ში ჩვენი მისია ყოველთვის იყო ის, რომ კრიპტო-მომსახურებაზე წვდომა საქართველოში მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული ყოფილიყო. Keepz-ის საშუალებით ღია ბანკინგის დანერგვით, ჩვენ ვხსნით ბარიერებს ტრადიციულ ბანკინგსა და ციფრულ აქტივებს შორის. ახლა მომხმარებელს შეუძლია ანგარიშზე თანხის შეტანა მყისიერად, მეტი მოქნილობით, განსაკუთრებით მათ, ვისაც ადრე შეზღუდვა ჰქონდა კონკრეტული ბანკებიდან ან სამუშაო საათებიდან გამომდინარე.”
შეჯამება
ღია ბანკინგი Cryptal-ის პლატფორმაზე უკვე აქტიურად ფუნქციონირებს და გთავაზობს უფრო სწრაფ, კომფორტულ და თანამედროვე გზას, რომ ბალანსის შევსება მარტივად, ახალი მეთოდების გამოყენებით შეძლო.
Cryptal-ზე ადვილად აერთიანებ ქართულ საბანკო სივრცეს, ღია ბანკინგსა და კრიპტოს ერთ ეკოსისტემაში, შედეგად, ციფრული აქტივები იმაზე მეტად ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე.
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
გადახედვა
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
კომენტარები